13
May
2013

30 მაისს თბილისი Behance Portfolio Review-ს უმასპინძლებს.

13 May 2013

კომპიუტერული პროგრამების წარმოების სფეროში გლობალური ლიდერის, Adobe-ს კუთვნილი ონლაინ პლატფორმა Behance მსოფლიოს დიზაინერებს, მხატვრებს და არქიტექოტრებს აერთიანებს. ყოველწლიურად, ბიჰანს თბილისიბიჰენსის ეგიდით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადგილობრივი დიზაინერების პორტფოლიოების რევიუ იმართება.

წელს ქართველ დიზაინერებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ნამუშევრები პორტფოლიოს სახით მაღალი კლასის პროფესიონალებს ინდივიდუალურად წარუდგინონ და მათი შეფასება მოისმინონ.

რევიუერებს შორის არიან მსოფლიო დონის, პროფესიონალები, როგორიცაა Google-ის დიზაინერი გუსტავო სონოდა, და გერმანელი ილუსტრატორი დომინიკ ჰეილიგი.

პირველი ქართული Behance Portfolio Review-ს ძირითადი თემებია:

  • ბრენდინგი
  • ვებ დიზაინი
  • ილუსტრაცია
  • არტ ფოტო
  • ფერწერა

რევიუს ოთხი საუკეთესო მონაწილე Behance-ის მედლებით დაჯილდოვდება.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ე.წ. “კარიერული მარკეტი” – დიზაინერებს საშუალება ექნებათ, პირადად გაიცნონ საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების, კრეატიული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები, აჩვენონ მათ თავიანთი ნამუშევრები, მომავალში საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით.

Behance Portfolio Review Tbilisi 30 მაისს, კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება. მასზე დასწრება შეეძლებათ როგორც საკონკურსო პროგრამის მონაწილეებს, ასევე დაინტერესებულ დიზაინერებს,მარკეტერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და ა.შ

Behance Portfolio Review-ს ორგანიზატორია მარიკა სლოვინსკი (marketer.ge) ღონისძიების გენერალური სპონსორი თბილისის მერია, მარკეტინგული პარტნიორი – Marketer.ge.

მხარდამჭერები – კრეატიული სააგენტო “საქიდეამშენი” და კინოთეატრი “ამირანი”.

ორგანიზატორებისა და სპონსორების მხარდაჭერით ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. რეგისტრაცია სავალდებულო. მოიპოვე შენი ადგილი ამ ბმულზე რეგისტრაციით.  http://bit.ly/18DVxqZ

შემოგვიერთდი ჩვენს ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/BehanceTbilisi

განხილვა