საკმარისია უბრალოდ კარგი იდეა და შესაბამისი ხელშეწყობა იმისთვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა რაღაც განსაკუთრებული შექმნას. Apple თავის კამპანია Behind the Mac-ს სარეკლამო ვიდეორგოლებით აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, ბრენდმა საზოგადოებას კლერ ელის ბუშეს, იგივე Grimes-ის შემოქმედებითი პროცესი წარმოუდგინა, ახლა კი მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ფოტოხელოვან ბრუს ჰოლის და ვებდეველოპერი პიტერ კარიკუის შთამბეჭდავ ისტორიებს გვიზიარებს.
https://www.youtube.com/watch?v=IPv9jFWhzGE
https://www.youtube.com/watch?v=QAM2lqbPElU