in

რიდლი სკოტმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი Samsung S23-ით გადაიღო

Samsung-ის უახლესი ხაზი S23 დიდი აჟიოტაჟით გამოვიდა, რომლის განსაკუთრებულ მახასიათებლადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ კამერას ასახელებენ. ამ თეორიის შესამოწმებლად, სერ რიდლი სკოტმა სრულად S23 Ultra-თი გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, Behold წარმოადგინა.

მოქმედება მარსელის გარეუბანში, კლეისტში, ხდება — მიტოვებულ და ნანგრევებად ქცეულ სივრცეში, რაც საზოგადოების მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია. მისი სცენარი ლუკ სკოტს ეკუთვნის და ის ახალგაზრდა კაცზე მოგვითხრობს, რომელიც მტრობითა და კრიმინალით სავსე მხარეში ცხოვრობს. სამსუნგის კამერამ კი თითქმის მიტოვებული ტერიტორიის სიმკაცრე დააფიქსირა.

გარდა ამისა, სიუჟეტში მომაკვდავი ცხენიც ჩნდება, რომელსაც მამაკაცი ეხმარება და ღია საძოვარზე გამოჰყავს. ბოლო კადრში კი ცხენი მთელი თავისი სიძლიერით გარბის, როგორც თავისუფლებისა და მშვენიერების სიმბოლო.

ფილმის გადასაღებად რეჟისორმა Untold Studios-ს ეფექტები გამოიყენა, მარკეტინგულ კომპანია Cheil-თან თანამშრომლობით.

საუზმის მრავალფეროვანი არჩევანი დილის 8 საათიდან – ბაზარი ორბელიანზე

Droga5-მა ქართველი ბიჭის ისტორია Levi’s-ის რეკლამაში გადაიღო