in

Behr-მა 2025 წლის ფერი დაასახელა!

აბა, თუ გახსოვთ, 2024 წლის ფერი რომელია? Pantone-მა ამ წოდების ქვეშ ატმისფერი გაგვაცნო, თუმცა მომდევნო წლის პროგნოზს რატომღაც აყოვნებს… ამასობაში კი Behr Paint Company-მ დრო იხელთა, კვლევა ჩაატარა და 2025 წლის ფერიც დაასახელა!

BOG
BOG

გამოდის, საიდუმლო გაგვიმხილა და 2025 წლის ფერად ის ტონი დაასახელა, რომელსაც სურათზე ხედავთ. მოდით, ლალისფერი წითელი ვუწოდოთ, თუმცა შეგიძლიათ სახელი თავადაც შეურჩიოთ… ამას კი, როგორც უკვე გითხარით, წინ კვლევა უძღოდა, რომლის თანახმადაც ამერიკელთა 76%-ს ოთახის შეღებვა წითელ ტონებში სურს. მიზეზი შემდეგია: ჩვეულებრივ, სივრცეს ზრდის, თამამ სტილს გვაცნობს, ერთდროულად ენერგიული და თბილია. 

გარდა ესთეტიკისა, ამერიკელთა 60% თვლის, რომ სახლის დიზაინში წითელი ტონების გამოყენება თავს ენერგიულად აგრძნობინებთ. ამბობენ, რომ ეს ფერი მათ მეტად შემოქმედებითს ხდის და თვითგამოხატვასაც აძლიერებს.

წლის ფერის დასახელება მეტ თავდაჯერებას აძლევს მომხმარებლებს, რათა ეს ფერი გამოიყენონ, — აცხადებს ენდი ლოპეზი, Behr Paint-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

და თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად მოქმედებს თქვენსავე გადაწყვეტილებებზე ტრენდული ფერების დასახელება?

ქართველი ეტლით მოფარიკავეების პარალიმპიური ისტორია – საქართველოს ბანკი პარალიმპიური ნაკრების მხარდამჭერია

VR თამაშებს შეუძლიათ რეალური სპორტის პოპულარიზაციასა და მასში მონაწილეობის ზრდას შეუწყონ ხელი