in

ვალენტინობა თუ რეალ მადრიდის და პსჟ-ს მატჩი? – beIN Sports-ის სახალისო ვიდეორგოლი 

მაშინ, როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი 14 თებერვალს ვალენტინობას აღნიშნავს, ფეხბურთის მოყვარულები ამ დროს მნიშვნელოვან საფეხბურთო მატჩს ელოდებიან. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, სიყვარულის დღეს, რეალ მადრიდსა და პარი სენ-ჟერმენს (პსჟ) შორის მნიშვნელოვანი თამაში გაიმართება. სამაუწყებლო არხ beIN Sports-მა გადაწყვიტა შეხვედრის ანონსი ვალენტინობის სტილში გაეკეთებინა და სააგენტო DDB-სთან ერთად, სახალისო, ორიგინალური სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა. ფაქტია, რომ მათთვის, ვისაც ფეხბურთიც უყვართ და თან გვერდით საყვარელი ადამიანიც ჰყავთ, 14 თებერვალი სერიოზულ თავსატეხად იქცა.

BOG

 

ბაკურიანში Ski Cross-ში საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება

ბავშვის ფანტაზია და ტექნოლოგიის შესაძლებლობები – Toyota-ს მორიგი ვიდეორგოლი ოლიმპიური თამაშებისთვის