მადლიერების პრაქტიკა მრავალ სარგებელს გვთავაზობს, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს როგორც ინდივიდუალური, ისე ორგანიზაციული შედეგები. კვლევები აჩვენებს, რომ ის განაპირობებს ჩართულობის გაზრდას, მეტ პროდუქტიულობას და თანამშრომელთა შენარჩუნების უკეთეს მაჩვენებლებს. მადლიერება შეიძლება იყოს გრძელვადიანი წარმატების ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს პოზიტიურ აზროვნებას და იწვევს სამსახურით კმაყოფილების გაზრდას.
მაგრამ მადლიერებას თავისი ნაკლოვანებებიც აქვს..
თუ ოდესმე დაგითანხმებიათ ადამიანი ხელფასის მოკრძალებულ მომატებაზე ან დათანხმებულხართ დამატებით პროექტზე მიუხედავად თქვენი სავსე სამუშაო დატვირთვისა. ამასთან, გრძნობდით მადლიერებას მენეჯერის მიმართ, მაგრამ აჩუმებდით თქვენს ნამდვილ ამბიციებს უმადურად გამოჩენის შიშით – ე.ი. ჭარბი მადლიერების ერთ-ერთ ხაფანგში აღმოჩენილხართ.
მადლიერების ხაფანგში ჩავარდნამ შეიძლება ხელი შეუშალოს პროფესიულ განვითარებას.
ხაფანგი #1: არსებული მდგომარეობით კმაყოფილება ან ნაკლებზე დათანხმება
დავუშვათ, გეძლევათ შანსი, წვლილი შეიტანოთ მნიშვნელოვან პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიხარულო შესაძლებლობაა, ეს ზუსტად ის არაა, რაც გსურდათ. თქვენ ნამდვილად გსურდათ ამ პროექტის ხელმძღვანელობა. შეიძლება საკუთარ თავს ეუბნებით: „მადლიერი უნდა ვიყო, რომ პროექტში ვარ. უკეთეს მდგომარეობაში ვარ, ვიდრე ისინი, ვისაც ეს შანსი საერთოდ არ მიუღია.“ მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსპექტივა ზოგჯერ ღირებული შეიძლება იყოს, ის ასევე შეიძლება იყოს ბარიერი თვითგანვითარებისა და ადვოკატირებისთვის.
თვითკმაყოფილებისა და გაშვებული შესაძლებლობების თავიდან ასაცილებლად, გაიაზრეთ, რომ საკუთარი თავის წინ წაწევა აუცილებელია კარიერული ზრდისთვის, და აღიარეთ, რომ მეტის სურვილი არ უარყოფს მადლიერებას არსებული მდგომარეობისთვის. სინამდვილეში, მეტისკენ სწრაფვა ასახავს ჯანსაღ ამბიციას და უწყვეტი გაუმჯობესების სურვილს.
ასეთ სიტუაციაში, ჩაერთეთ თქვენს მენეჯერთან თქვენი პროფესიული გზის განსახილველად თქვენი შესაძლებლობების წარმოჩენით. დაადასტურეთ თქვენი ერთგულება მიმდინარე პროექტის წარმატებისადმი. შემდეგ, ნათლად გამოხატეთ თქვენი მისწრაფებები (მაგ., მე მზად ვარ ვუხელმძღვანელო…).
ხაფანგი #2: კრიტიკული საუბრების თავიდან არიდება
მადლიერებაზე გადაჭარბებულმა აქცენტმა შეიძლება გაგხადოთ მერყევი ლეგიტიმური შეშფოთების გამოხატვაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუმჯობესების შესაძლებლობების გაშვება. მაგალითად, შეიძლება მერყეობდეთ ისეთი თემების წამოწევაში, როგორიცაა რასიზმი, სექსიზმი, ან დისკრიმინაციული ქცევები ძალაუფლების ან გავლენის მქონე პირებთან, როგორებიც არიან მენეჯერები, დონორები, დამფუძნებლები, ან საბჭოს წევრები, რადგან გრძნობთ, რომ მოსალოდნელია იყოთ მადლიერი მათ მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის. ან შეიძლება მერყეობდეთ თქვენს მენეჯერს უთხრათ, რომ შეიძლება განიცდით გადაწვას, იმის შიშით, რომ უმადური გამოჩნდებით მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობისთვის.
უმადურად აღქმის შიშმა შეიძლება შექმნას ბარიერი ღია კომუნიკაციისთვის, სადაც სამართლიანი შეშფოთებები იჩაგრება, რაც აგრძელებს დუმილის ციკლს მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საჭიროებს გადაჭრას.
გახსოვდეთ, შესაძლებლობების ან მხარდაჭერისთვის მადლიერების გამოხატვა არ გამორიცხავს უხერხული თემების, მათ შორის სისტემური საკითხების განხილვას.
ხაფანგი #3: უარყოფითი ემოციების დამალვა
მიუხედავად იმისა, რომ მადლიერება შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი კეთილდღეობისთვის, პოზიტიურობაზე გადაჭარბებულმა ფოკუსირებამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ემოციების ჩახშობა. ეს ფენომენი, რომელსაც ხშირად „ტოქსიკურ პოზიტიურობას“ უწოდებენ, ხდება მაშინ, როცა მადლიერების პრაქტიკა გამოიყენება ლეგიტიმური შეშფოთებებისა და უარყოფითი გამოცდილებების გვერდის ასავლელად ან მინიმიზებისთვის. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ინდივიდებმა შეიძლება განიცადონ კოგნიტური დისონანსი, როდესაც გრძნობენ, რომ იძულებულნი არიან გამოხატონ პოზიტიურობა უარყოფითი ემოციების განცდის მიუხედავად. მუდმივად ვერცხლის სარჩულის ძებნით, შეიძლება უნებლიეთ თავი აარიდოთ რთული ემოციების კონფრონტაციას ან იმ ძირეული საკითხების გადაჭრას, რომლებიც მათ იწვევენ.
გახსოვდეთ, რომ ნორმალურია მრავალი ემოციის ქონა და რომ ყველა ემოცია ვალიდურია და თავისი მიზანი აქვს, თუნდაც არაკომფორტული ემოციები. უარყოფითი ემოციების განცდის გამბედაობა შეიძლება იყოს გაძლიერების მომტანი – ეს შეიძლება იყოს საწვავი, რომელიც გჭირდებათ ცვლილებებისკენ სწრაფვისთვის.
ყველა თქვენი ემოციის აღიარებითა და მკაფიო საზღვრების დაწესებით, თქვენ ქმნით უფრო ჯანსაღ გარემოს, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი თავის ადვოკატირებას.
მადლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მენტალური კეთილდღეობისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მისი ხაფანგების გათვალისწინება. როდესაც ნავიგაციას უწევთ თანამედროვე ბიზნესის კომპლექსურ ლანდშაფტში, მნიშვნელოვანია გაცნობიერება, რომ მადლიერება და საკუთარი თავის ადვოკატირება არ გამორიცხავენ ერთმანეთს.
წყარო: HBR