in ,

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ მივიდა ამ იდეამდე და აპირებს, თუ არა, სამომავლოდ პოსტერების გამრავალფეროვებას, ბექამ მარკეტერთან ისაუბრა.

 

M: მოგვიყევით თქვენი პროფესიისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.

პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ. დამთავრებული მაქვს მედია ხელოვნების ფაკულტეტი, სამხატვრო აკადემიაში. ამჟამად, აკადემიაში ვმუშაობ სისტემურ მენეჯერად და პერიოდულად ლექციებსაც ვკითხულობ. ამის გარდა, პირადი შეკვეთებიც მაქვს და ლოგოებსაც ვქმნი.

M: როგორ გაგიჩნდა მსგავსი ნამუშევრების შექმნის იდეა და როგორია შენი შემოქმედებითი პროცესი?

ყოველთვის მომწონდა კორეელი დიზაინერის ჯი ლის ნამუშევრები. ჯი ლი ლათინური ასოებით ინგლისურ სიტყვებს ქმნის და მისი პოსტერების მაგალითზე ვიფიქრე, მსგავსი ნამუშევრები ქართულად შემექმნა. თავიდან, ერთი სიტყვა გავაკეთე და რომ შევხედე გამომდიოდა, კეთება გავაგრძელე. შემოქმედებით პროცესს რაც შეეხება, არასოდეს ვიწყებ მუშაობას პირდაპირ კომპიუტერით. პირველ რიგში, ვიღებ ფანქარს, ფურცელს და ვხატავ ძალიან ბევრს. ერთ სიტყვას ვწერ იქამდე, სანამ რამეს არ მივაგნებ და ამის შემდეგ გადავდივარ ვიზუალიზაციაზე.

M: მომავალშიც აპირებ ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებას და სხვა პოსტერების შექმნას?

ვაპირებ გრაფიკულ დიზაინზე მუშაობას და მინდა, მეტი ვისწავლო ამ სფეროში. ამ ეტაპზე, 10-11 სიტყვაა მზად, რომლებზეც, დაახლოებით, 2 თვე ვმუშაობდი. ამათ გარდა, მაქვს კიდევ 50-მდე სიტყვა, რომელიც ჯერ არ გამომიქვეყნებია და ვაპირებ, კიდევ უფრო გავამრავალფეროვნო ჩემი პროექტი.

ამწე ბრა თალი ლუდი მანქანამწვადი ნაყინი საათი

ტუჩი ყავ

RemixGram – ახალი Instagram პლატფორმა, სადაც საკუთარი მუსიკის შექმნაა შესაძლებელი

როგორ არ ვიჩხუბოთ ჩვენს მეუღლესთან სახლში დაბრუნებისთანავე?