ყოველდღიური სტრესის ფონზე ბალანსისა და სიმშვიდის აღდგენისთვის ჩვენი დრო და განტვირთვის სხვადახვა საშუალება გვჭირდება. ამიტომ ხშირად ვეძებთ გზებს, რომლებიც დაგვეხმარება, გავიუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების ემოციური თუ ფიზიკური ხარისხი.
ერთ-ერთ და გამორჩეულ საშუალებად გვევლინება მუსიკა – როგორც არტი და თერაპია. მუსიკას მარტინ ლუთერ კინგი ასე აღწერდა, „მუსიკა უდიდესი ნუგეშია: ის აახლებს გულს და ანიჭებს მას სიმშვიდეს“.
1944 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი მუსიკალური თერაპიის პროგრამა დააარსეს – მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და მუსიკალური თერაპია მეცნიერებად იქცა. მუსიკათერაპიით მიღწეული სამკურნალო, სარეაბილიტაციო, თუ სარელაქსაციო შედეგები საოცრად თვალსაჩინოა.
მუსიკით მკურნალობის ფუძემდებლად პითაგორა ითვლება, რომელიც ავადმყოფებს ქნარზე (ლირაზე) შესრულებული მუსიკით მკურნალობდა. არტ–თერაპიის ერთ–ერთი მეთოდი სწორედ მუსიკით თერაპიაა.

არსებობს ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომ ყველა ჩვენგანში ცხოვრობს მუსიკალური ბავშვი, ე.წ. „music child” და სად, თუ არა ხელოვნებაში, კერძოდ კი მუსიკაში, შეგვიძლია ვიპოვოთ „ბედნიერების სავარჯიშოები“. მიზანმიმართულად გამოყენებული მუსიკა, უბრალოდ მუსიკის მოსმენაც კი, დიდი გავლენას ახდენს ჩვენს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
2020 წელს, სწორედ მუსიკის ძალამ და მის მიმართ სიყვარულმა გააჩინა იდეა, რომ ამიერკავკასიაში, კერძოდ კი თბილისში პირველი მუსიკალური თერაპიის ცენტრი, „ბეკარი“ გახსნილიყო. ცენტრი „სმარტ კაპიტალ ჯგუფის” CSR მიმართულებაში გაერთიანდა, სადაც უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ინიციატივა თუ პროექტები წლებია ხორციელდება. მუსიკათერაპიის ცენტრისა და მისი გუნდის მთავარი მიზანია, ადგილზე მისულ ადამიანებს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, შეუმსუბუქოს სტრესი და დააძლევინოს ხვადასხვა სახის პრობლემის შედეგად მიყენებული ემოციური ტრავმები. ბეკარის ცენტრში, ვაკის პარკთან, მშვიდ და მყუდრო გარემოში ტარდება თერაპიები, როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ჯგუფური მეთოდით. ბოლო დროს არსებული რეალობიდან გამომდინარე, პოსტკოვიდური, ომით და სხვადასხვა სტრესით გამოწვეულმა ჩივილებმა საკმაოდ მოიმატა. ბეკარში მოსულ ადამიანს პირველ ჯერზე მარტივი მუსიკალური დიაგნოსტიკა უტარდება, სეანსის ბოლოს კი გასაუბრება, მისი დისკომფორტების, შფოთვის, ან ჩივილების მიხედვით. არ არის საჭირო, იგი გამოირჩეოდეს განსაკუთრებული სმენით, ან რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის ცოდნით. მთავარია, მუსიკის სიყვარული და იმპროვიზაციაში ჩართვის სურვილი. ბეკარის გუნდს აგრეთვე ხშირად მიმართავენ ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი თანამშრომლების ჯანმრთელობის მენეჯმენტზე და მუსიკათერაპიის სეანსებით აწყობენ განტვირთვის კლასებს. სიმბოლური კონცეპციით შეიქმნა ბეკარის ბრენდი, რომელზეც „სმარტ კაპიტალ ჯგუფის” მარკეტინგის გუნდთან ერთად იმუშავა დიზაინერმა, ანა თოდიძემ (კნოპკა). ლოგოზე გამოსახულია სანოტო ნიშანი „ბეკარი“ კარის ფორმის სიმბოლიკით და ოთხი ძირითადი ფერით, რომელიც სხვადასხვა მიმართულებასანსახიერებს. ბეკარის კარი კი ყველასთვის ღიაა.
[R]












