in

მექანიკური 3D პაზლები – შემეცნებითი სათამაშოების მაღაზია „ბეკეკოს“ ისტორია

Startauperi
Startauperi

სათამაშოების მაღაზია „ბეკეკომ“ საქმიანობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო, პირველი პროდუქტი, რომლის ონლაინ გაყიდვებიც განახორციელა, ხის მექანიკური 3D პაზლი იყო, ხოლო, 1 ნოემბრიდან, მისი სტენდი „გლდანი მოლში“ გამოჩნდა. „ბეკეკოს“ მიზანია ქართველი მომხმარებელი მოამარაგოს კრეატიული და შემეცნებითი სათამაშოებით, ამ მიზნის მიხედვით, 3D პაზლის 6 სახეობის გვერდით, მათ დახლზე აქვთ წყლის ენერგიაზე მოსიარულე რობოტი, მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებელი და სხვა სათამაშოები. საინტერესოა, როგორია „ბეკეკოს“ ორთვიანი გზა ონლაინ გაყიდვებიდან სტენდის გახსნამდე და როგორ აპირებენ მისი შემქმნელები მაღაზიის განვითარებას – ამ საკითხებზე „ბეკეკოს“ დამფუძნებელსა და დირექტორს – თამარ თაბუკაშვილს ვესაუბრეთ:

[fbvideo link=”https://www.facebook.com/bekekoge/videos/479200169124148/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

M: როგორ შექმენით „ბეკეკო“ და რა საჭიროება იყო, ამ მხრივ, ქართულ ბაზარზე?
2-3 წლის წინ, შემთხვევით, ინტერნეტში წავაწყდი 3D პაზლების ვიდეოებს, რომლებიც ძალიან მომეწონა და ბევრი ძებნის შემდეგ, მსგავსი ფორმისა და მსგავსი ტიპის სათამაშო ვერც საქართველოსა და ვერც მსოფლიოს მასშტაბით ვერ აღმოვაჩინე, ექსკლუზივი ჰქონდა მხოლოდ უკრაინულ კომპანიას. სატესტოდ, გამოვიწერე რამდენიმე ცალი, ავაწყე და აწყობის პროცესში გაჩნდა იდეა, რომ 3D პაზლები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გამეხადა, რადგან არის ძალიან საინტერესო ასაწყობი, ძალიან ჩამთრევი და საოცარი საბოლოო შედეგი აქვს – არაფრიდან, ხის ფიცრებიდან, რომელზეც ლაზერით არის ამოჭრილი ხის ფიგურები, აწყობ ისეთ ნივთს, რომელიც მოძრაობს, დადის და ამ მოძრაობამ აგვამოძრავა. გადავწყვიტეთ, რომ პაზლებით დაგვეწყო ჩვენი ბიზნესი, ორიენტაცია გავაკეთეთ შემეცნებით-საგანმანათლებლო სათამაშოებზე და ჩამოვიტანეთ რამდენიმე, მსგავსი პროდუქტი.

 M: საიდან მარაგდება „ბეკეკოს“ დახლი და რა განასხვავებს თქვენს არჩევანს სხვა სათამაშოების მაღაზიების არჩევანისგან?
„ბეკეკოს“ მიზანია ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ მეტი საგანმანათლებლო სათამაშო, მივცეთ ბავშვებს და დიდებს განვითარების შესაძლებლობა. „ბეკეკოს“ პროდუქცია განსხვავდება დღევანდელ ბაზარზე არსებული სათამაშოებისგან, არის მეტად კრეატიული და ინტელექტუალური. თვალს ვადევნებთ მსოფლიო სიახლეებს, სათამაშოების კუთხით და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებელს. ეკოლოგიურ სათამაშოების ცალკე ხაზი გვაქვს გაკეთებული, ამ ხაზისთვის შეფუთვაც განსხვავებულია. პაზლების კონცეფცია ექსკლუზივია, მსგავსი არაფერია მსოფლიო ბაზარზე, გვაქვს ბევრი ისეთი სათამაშო, რომელიც განსხვავებულია. მაგალითად, წყალზე მოსიარულე რობოტი, მზის ენერგიაზე მოსიარულე მატარებელი და პაზლების 6 სახეობა.

M: კონკრეტულად, თუ გაქვთ განსაზღვრული სამიზნე მომხმარებელი? ვისთვის ფუნქციონირებს „ბეკეკო“?
კონკრეტული ასაკის სეგმენტზე არ ვაკეთებთ გათვლებს. მაგალითად, 3D პაზლები არის ნებისმიერი ადამიანის გართობისთვის და განვითარებისთვის. ჩვენი მიმართულება არის საგანმანათლებლო სათამაშოები. პაზლები მიმაჩნია ჩვენს მთავარ უპირატესობად, მაგრამ მის გარდა, ბევრი საინტერესო სათამაშო გვაქვს და მათი მაქსიმალური ფასი 150 ლარია. „ბეკეკო“ უცხოელებისთვისაც და ქართველებისთვისაც ადვილად დასამახსოვრებელი და სახალისო სახელია.

M: როგორი იყო თქვენი გზა ონლაინ გაყიდვებიდან სტენდის გახსნამდე და როგორ აპირებთ „ბეკეკოს“ განვითარების გაგრძელებას?
ონლაინ გაყიდვებმა გვიბიძგა იქითკენ, რომ გაგვეხსნა მაღაზია. მიღებულმა შედეგმა, გამოხმაურებებმა და იმ ინტერესმა, რაც გამოვიწვიეთ, განაპირობა ჩვენი ამგვარი განვითარება. გავხსენით სტენდი და პირდაპირი, წარმატებული გაყიდვებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უფრო გავფართოვდეთ. ამ ეტაპზე, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია „გლდანი მოლის“ მესამე სართულზე. გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან და სავარაუდოდ, ახალი წლიდან, რამდენიმე სავაჭრო ცენტრში დავამატებთ სტენდებს. რაც შეეხება რეგიონებს, ერთ-ერთ რეგიონში ვაპირებთ დიდი მაღაზია გავხსნათ.

#თაობა: DJ Babba – ამერიკული კულტურა და საცეკვაო მუსიკა ჩემთვის ყველაზე საინტერესოა

SEEDSTARS CEE SUMMIT – TECHNOLOGY AND ENTREPRENEURSHIP FORUM FOR EMERGING MARKETS IS COMING TO UKRAINE