in

“ვიღაცაზე ზრუნვა შენი პასუხისმგებლობაცაა და შეიძლება კომფორტის ზონაც, რომელსაც ამდენი ხანი გაურბოდი” – ბეკი ფანცხავა

კორბენ დალასის მანქანაში ჩამოვარდნილი ლილუსავით მოულოდნელია ყველა ის მოვლენა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო ვითარებას ქმნის და, შესაბამისად, ცვლის ჩვენს ცხოვრებას. 

მსგავსი შემთხვევების გახსენება შემიძლია, მაგრამ ალბათ დიდად არ დაგაინტერესებთ. არც ის შეიძლება იყოს დამაინტრიგებელი, თუ როგორ არ დაკარგა სახე ვინმემ, ან თუნდაც როგორ გამოვდივარ კომფორტის ზონიდან ყოველ ჯერზე პირადად მე. 

არადა ამ კომფორტის ზონას ასე სათუთად და გულმოდგინედ ვიქმნი. 

ამ საკითხზე ბევრი Harvard business review დაწერილა. ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე მეგობრებთან, კოლეგებთან, თერაპევტებთან. მეტი დამაჯერებლობისთვის Google-ს მივმართავთ და ვეცნობით სხვადასხვა ცნობილი ადამიანის გამოცდილებებს. 

ზოგისთვის კომფორტის ზონა კატის მოფერებაა, ზოგისთვის სირბილი, ზოგისთვის წიგნის კითხვა, ზოგიც ხატავს ან ცეკვავს, ზოგისთვის სამსახური და სახლია კომფორტის ზონა (ერთად ან ცალ-ცალკე), ზოგი კი უბრალოდ გაურკვევლობაშია, რაც ასევე საკმაოდ კომფორტულია. 

ყველას უნდა ძალან არაორიგინალურად ორიგინალური პასუხი გაგვცეს კითხვაზე „და მაინც რა არის თქვენი კომფორტის ზონა?“, თუმცა ეს კითხვა ისეთივე რიტორიკულია, როგორიც აი იმ ძალიან ცნობილი სიმღერის მისამღერი. 

 *** 

არც ის დღე იყო განსაკუთრებული რამით. მზე, საშუალო სტატისტიკურად ისევ 06:13-ისთვის ამოვიდა და 19:54-ისკენ აპირებდა ჩასვლას. 

კატა მარტივი მოძრაობებით იკვალავდა გზას და სადარბაზოებს შორის დაძვრებოდა. 

მაღალი კორპუსების მაცხოვრებლები აცარიელებდნენ თავიანთ საცხოვრებელ სივრცეებს და თავიანთი თავებით ავსებდნენ სხვა სივრცეებს. 

ბავშვები სკეიტებით და ველოსიპედებით ჯერ აუთვისებელ ილეთებს ასრულებდნენ და თუ შემთხვევით რამე გამოუვიდოდათ, თავმომწონედ უკრავდნენ თავს ერთმანეთს. 

მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, თითქოს. 

თითქოს. 

დილის საუბრები გაჟღენთილი იყო ღამის თავგადასავლებით, რომლებიც ცხადში ან სიზმარში გადაგვხდა. 

დილის ქალაქი სულ სხვანაირი იყო და ძალიან ჰგავდა ჩემთვის იმ არარსებულ კომფორტის ზონას, რომელსაც მუდმივად ვანგრევ. 

*** 

06:13-ისთვის საიდანღაც უცნაური დიალოგი გაისმა. 

– What are you doing? 

– Trying to save your ass so you can save the world. 

06:15-ისკენ მივხვდი, რომ საუბარი ვიტო კორნეულისს და კორბენ დალასს შორის მიმდინარეობდა. 

 

ჩემი საყვარელი დიალოგი, ამ ძალიან ცნობილი ფილმიდან, ალბათ მაინც ეს არის: 

– Korben, my man, what are ya doing? 

– Tryin’ to keep ya in the DJ business. 

06:18-ისკენ სულ სხვა ნაწყვეტი გაისმა, ალბათ ვინც უყურებდა ან უსმენდა, იმისთვის, ფილმის ყურება დილის საათებში იყო კომფორტის ზონა. 

თუმცა ვინ იცის… 

**** 

ლილუ და კორბენ დალასი, მათი გაცნობა, ე.წ. Love story, დედამიწის გადარჩენა, მე-5 ელემენტის აღმოჩენა, ლუკ ბესონის კომფორტის ზონა იყო თუ არა, ვერ გეტყვით. 

საერთოდ არსებობს თუ არა ის, ამასაც ვერ გეტყვით დანამდვილებით. 

**** 

საათის ისრები 06:13-ზე დაბრუნდა. 

ლუკ ბესონის იმ ძალიან ცნობილი ფილმის დიალოგების ჭაჭანება არ იყო. 

06:15-ზეც, სიჩუმით დაინტრიგებული, მზის პირველ სხივებს ვუყურებდი. 

06:23-ზე გავიგე შემდეგი დიალოგი: 

– Hi. 

– Oh, you speak English now. 

– Yes. I learned. 

– Good. Listen, we’re not on vacation. We’re on a mission, a very important mission. I work with some very important people. If I hadn’t come and get you, you would’ve been in very big trouble, you understand that? You understand, big trouble? 

– Yes…You no trouble. Me… Fifth element… supreme being… me protect you. 

*** 

მე-5 ელემენტი არ ხარ, მაგრამ ვიღაცაზე ზრუნვა შენი პასუხისმგებლობაც არის და შეიძლება კომფორტის ზონაც, რომელსაც ამდენი ხანი გაურბოდი .

„ფანტასტიკური მგზავრობა“ მეტროში – Adobe Photoshop, როგორც ტრანსპორტი ჯადოსნური სამყაროსკენ

უფრო ახლოს მფრინავი ტაქსის სერვისთან – Toyota-ს მხარდაჭერით შექმნილი მფრინავი მანქანა წარმატებით გამოცადეს