in

“და რას შეცვლი შენ? ჰო, შენ. რა გასწავლა ამ ყველაფერმა?” – ბეკი ფანცხავა

M2
M2

 – ვინ ხარ? – მკითხა მან. 

– ბეატრისი – ვუპასუხე მე. 

– დაფიქრდი.. 

– შესაძლებელია ო-რენი ვიყო – მივუგე მშვიდად. 

– კიდევ დაფიქრდი. 

– ალბათ მაინც ბეატრისი. The bride. 

– ვთანხმდებით? 

– კი. 

– კარგი. 

– კარგი. მე რა მომკლავს. 

– შენ რა მოგკლავს… 

  

თავში მილიონი აზრი და განუხორციელებელი იდეა ტრიალებს. ხანაც ბრუნავს. ხანდახან “fruit ninja-ს” ვთამაშობ ქვეცნობიერად, ხანდახან ჭადრაკს, ხანდახან ტირამისუს ვაკეთებ და ზედმეტად გულმოდგინედ ვთქვეფ მასკარპონეს. იდეები ისევ ცვივა და ტვინი არ ითიშება. 

ბეატრისი სიას ადგენს. 

ო’რენი დამარცხდა. 

ეს ნამდვილად ჰატორი ჰანცოს ხმალი იყო. ოკინავადან. 

ოკინავას პრეფექტურა სუბტროპიკული კლიმატით გამოირჩევა. ეს ისე, უბრალოდ. 

 …. 

ზუმიდან ზუმამდე. 

 

ტოპ 10: 

– იდეა 

– ადამიანი 

– ფილმი 

– რგოლი 

– მუსიკალური კომპოზიცია 

– წიგნი 

 

ტოპ 10 რამ, რაც უნდა გააკეთო სანამ ცოცხალი ხარ. 

…. 

ტოპ 10 რამ, რაც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ. 

 

ტოპ 10 გზა წარმატებისკენ. 

 

ტოპ 10 – არ არსებობს. 

 

და თქვენი ტოპ 10? 

 

ბეატრისი ბრინჯს ჭამს. 

ბეატრისი ხმალს ლესავს. 

ბეატრისი. ბეა. ბ. 

 

“მოკალი ბილი 1” და “მოკალი ბილი 2” ნანახი თუ არ გაქვთ, ზემოთ თქმულის 80% აზრიანის გარდა ყველაფრად მოგეჩვენებათ. თუ კი ნანახი გაქვთ, იმედია თვალწინ ბევრი სცენა გაგიცოცხლდათ. შეიძლება ბევრმა თქვენი თავიც წარმოიდგინეთ რომელიმე სცენის მთავარ გმირად. 

თუმცა, მოდით, მივუბრუნდეთ იმ საკითხებს, რომლებიც დღეს გვაღელვებს. 

…. 

Meeting ID 

Password 

Password incorrect 

Try again. Again. Again. 

Join the meeting. 

…. 

დილით გაღვიძებულებს სხვა რეალობა დაგვხვდა. 

პირბადე. 

ყავა. 

წყალი. 

პირბადე. 

 

რა შეგვიძლია ჩვენ? 

…. 

როგორ ადაპტირდით? რა გააკეთეთ კარგი? დაიწყეთ ვარჯიში? დაანებეთ ვარჯიშს თავი? ნამცხვრების ცხობა? რატატუი? კოქტეილი? ყავა. პირბადე. 

 

დიდი ბრენდები. პატარა ბრენდები. სტარტაპები. Plat for the world. #Teamhome. LinkedOut. The Homestayer. დედამიწა გაჩერდა. გაჩერდი. 

 

სელფები ფილტრებით. ფოტოები აივნიდან. ფოტოები ფანჯრიდან. ინსტაგრამის სტორიები. ფეისბუქ ლაივები. შემთხვევები. კლასტერები. დისტანციური შეხევდრები. დისტანციური ღონისძიებები. ბიუჯეტი. 

 

ეს ნამდვილად ჰატორი ჰაინცოს ხმალია. ოკინავადან. 

ოკინავას პრეფექტურა სუბტროპიკული კლიმატით გამოირჩევა. 

 

დავბრუნდით. ახალი რეალობა. და რას შეცვლი შენ? ჰო, შენ. რა გასწავლა ამ ყველაფერმა? 

მე გადაფასება ვისწავლე და მადლობის თქმა. ბრენდის შენების და ზრდის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად დავინახე. 

 

ოკინავაში დღეს ნისლიანი ამინდია. ეს ისე, უბრალოდ. 

並行して 


ბეკი ფანცხავა

იმპროვიზაცია, ადაპტაცია და ამ მომენტის გადალახვა ქართულ ტურიზმში – დიმა ჩიკვაიძე

სოციო-ეკონომიკური სტატუსის ზეგავლენა ნეთვორქინგის შესაძლებლობებზე