in

„ბეკო“ 20 წლის გახდა და საიუბილეო წელს სიურპრიზებით აღნიშნავს!

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი  ბრენდი „ბეკო“- 2017 წელს საქართველოში მოღვაწეობის 20 წელს აღნიშნავს.

1997 წლის სექტემბერში, საქართველოს ბაზარზე ერთი მაღაზიით შემოსული ბრენდი, დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 60 მაღაზიას აერთიანებს.
კომპანია „ბეკო“ გამოირჩევა: მომსახურების მაღალი დონით,  ინოვაციური ტექნიკით,  პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, კადრების პროფესიონალიზმითა და  სტრატეგიით – ცვლილება უკეთესობისკენ! სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:   www.beko.com.ge სწორედ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ბეკო“ მომხმარებელს უამრავ სიურპრიზსა და სიახლეს უმზადებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია საიუბილეო გათამაშება, რომელიც მომხმარებელს, მთელი წლის განმავლობაში, შესაძლებლობას მისცემს, გახდეს უამრავი პრიზიდან ერთ-ერთის მფლობელი და მოიგოს 2017 წლის „ტოიოტა კოროლა“.

ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელში გააკეთებს 100 ლარიან შენაძენს, შესაძლებლობა მიეცემა, მოიგოს სხვადასხვა პრიზი მომენტალურად და ჩაერთოს  გრანდიოზულ გათამაშებაში.

ხატია ტყებუჩავა – „ბეკოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „თითო ბილეთს, პრიზის 3-ჯერ მოგების შანსი აქვს. პირველ ეტაპზე, მომხმარებელმა უნდა გადაფხიკოს ბილეთი, ნებისმიერ შემთხვევაში, ბილეთი დოლურაში ისევ ბრუნდება და 20 სექტემბერს, შემდეგ კი 2018 წლის 14 იანვარს, აქვს გათამაშებაში მონაწილეობისა და პრიზის მოგების საშუალება“.

„ბეკო“ არ შემოიფარგლება მხოლოდ საიუბილეო გათამაშებით, მთელი წლის განმავლობაში, ერთგული მომხმარებლები იხილავენ ახალ პროექტებსა და გამორჩეულ კამპანიებს, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს.

როგორც 20 წლის განმავლობაში, 2017 წელსაც, „ბეკო“ იქნება თქვენი ყოველდღიურობის ოფიციალური პარტნიორი.

[R]

სტუდენტთა საყურადღებოდ! – საქართველოს რკინიგზა

ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება ერთი ჭიქა გემრიელი ჩაის თანხლებით- Brooke Bond Red Label-ის სასარგებლო ექსპერიმენტი