in

რაც შევუკვეთე, ის ჩამოვიდა! – ბეკოს ახალი ვირტუალური სივრცე

პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. შეცვალა შოპინგიც და მასთან დაკავშირებული ჩვეულებებიც. ბუნებრივად გაიზარდა მოთხოვნა დისტანციურ სერვისებსა და ონლაინ გაყიდვებზე, რაც, ერთი მხრივ, კომფორტულია, თუმცა, თან ახლავს თავისი გამოწვევებიც – ხშირ შემთხვევაში შეკვეთილი პროდუქცია არ ემთხვევა სახლში მოტანილს. ამას გარდა, მომხმარებელს არ ეძლევა საშუალება ზუსტად განსაზღვროს სასურველი პროდუქტის გაბარიტები, მისი ვიზუალური თავისებურებები, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას ეხება.

ბეკომ, რომელიც წელს ქართულ ბაზარზე წარმატებული საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და მუდამ თავისი მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს, აღნიშნული პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტა შემოგვთავაზა. ესაა ბეკოს ვირტუალური მაღაზია, პირველი თავის ჟანრში, რომელიც ადამიანებს დისტანციური შოპინგის აქამდე არნახულ შესაძლებლობებს ანიჭებს – დაათვარიელონ სასურველი ტექნიკა, რეალური მაღაზიის ვირტუალურ ანალოგში მოიძიონ მასზე ნებისმიერი ინფორმაცია, შეიძინონ უშუალოდ ონლაინ სივრცეში და საჭიროებისამებრ მოითხოვონ კონსულტანტის დახმარებაც. ბეკოს ვირტუალური მაღაზია, ერთი მხრივ, დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას,  მეორე მხრივ, თავიდან აგაცილებთ ზომებთან, პროდუქტის ფერთან, გაბარიტებთან დაკავშირებულ ცდომილებებს.

ამ ყველა სიკეთესთან ერთად, მომხარებელს ასევე შეუძლია ბეკოს ვირტუალურ სივრცეში VR სათვალის გამოყენებით გადაადგილდეს და ასე აარჩიოს სასურველი პროდუქცია. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გადადით ბმულზე და ყველაფერი საკუთარი ეკრანებით იხილეთ  – Beko 360° Shop.

[R]

Netflix-მა აფრიკის სასმელი წყლის კრიზისზე ვიდეოთამაში შექმნა

ირაკლი მირზიკაშვილი – #პირველისამსახური