20 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისი ივენთ ჰოლში, „ბეკოს“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება და 20:00 საათზე, საიუბილეო გათამაშების პირველი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც 2017 წლის Toyota Corolla-ს მფლობელი გახდება.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი „ბეკო“ 20 სექტემბერს არ შემოიფარგლება მხოლოდ საიუბილეო გათამაშებითა და გალა კონცერტით, 13:00 დან-19:00-მდე, თბილისი ივენთ ჰოლის წინ გაიმართება კომპანია „ბეკოსა“ და პარტნიორი კომპანიების საიუბილეო ბაზრობა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისვლა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე 20 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, 61 მაღაზიას აერთიანებს. კომპანიას გამოარჩევს: მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, კადრების პროფესიონალიზმი და სტრატეგია – ცვლილება უკეთესობისკენ!
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.beko.com.ge
საღამოზე მოწვეულია 500 სტუმარი, მათ შორის არიან: საჯარო პირები, სხვადასხვა სექტორის ბიზნეს წარმომადგენლები და მედია წარმომადგენლები. სტუმრებს ელოდებათ ინფორმაციულად საინტერესო და ამავე დროს, საზეიმო პროგრამა.
[R]