20 სექტემბერს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდის, „ბეკოს“ გალა საღამოზე გაიმართა მისი 20 წლის საიუბილეო გათამაშების პირველი ეტაპი, სადაც გამოვლინდა პირველი იღბლიანი ქალბატონი, ნატალია ინაკავაძე, ქალაქ ქუთაისიდან. „ქვეყანაში მოღვაწეობის 20 წელი არ არის ცოტა, შესაბამისად, გვინდოდა, მთელი წლის განმავლობაში ერთგული მომხმარებლისთვის ყველაფერი საუკეთესო შეგვეთავაზებინა, მათაც ჩვენთან ერთად რომ გაეზიარებინათ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი ერთად ყოფნის სიხარული“, – ხატია ტყებუჩავა, „ბეკოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი. რა გზა გამოიარა ბრენდმა დღემდე, სად იყო „ბეკოს“ პირველი ფილიალი, რამდენად ეფექტური გამოდგა საიუბილეო პროცესში დაგეგმილი ღონისძიებების საშუალებით მომხმარებელთან კომუნიკაცია და რა გამოწვევების წინაშე დგას ბრენდი დღეს, ამას ხატია ტყებუჩავასთან ინტერვიუდან შეიტყობთ:
M: 20 წლის წინ რატომ გადაწყვიტა „ბეკომ“ საქართველოში შემოსვლა, რა წინააღმდეგობებს შეხვდა და მისი პირველი ფილიალი სად გაიხსნა?
ბეკო საქართველოს ბაზარზე პირველად 1997 წელს შემოვიდა. პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში გაიხსნა, ბაზარზე შემოსვლის მთავარი მიზეზი კი იყო ბაზრის მოთხოვნა.კოპმანიამ გადალახა არაერთი ეკონომიკური რყევა და გაუმკლავდა სხვადასხვა სახის ქვეყნის საშინაო თუ საგარეო გამოწვევებს. თუმცა, სწორი სტრატეგიის შედეგად, დღეს წარმოვადგენთ მტკიცე და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიას.
M: რამდენი მაღაზია აქვს „ბეკოს“ ამ ეტაპზე და როგორია დასაქმებულ ადამიანთა სტატისტიკა? რა სახის ტექნიკა არის ყველაზე პოპულარული?
დღეის მდგომარეობით, კომპანია, საქართველოს მასშტაბით, 61 ფილიალს აერთიანებს, კომპანიას ჰყავს 130-მდე დასაქმებული თბილისში და 300-მდე დასაქმებული მთელი საქართველოს მასშტაბით. გვაქვს, ასევე, 5 სერვის ცენტრი, ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ტექნიკას, რთულია ასე კონკრეტული პროდუქციის გამორჩევა, რადგან ყველა ტექნიკა პოპულარობით სარგებლობს, თუმცა განსაკუთრებით გამოვარჩევდი მაცივარსა და სარეცხის მანქანას.M: რამდენად ეფექტური კომუნიკაცია შედგა „ბეკოსა“ და მის მომხმარებლებს შორის საიუბილეო ღონისძიებებზე?
ყველა აქციასა და ღონისძიებას შორის გამოვარჩევდი საიუბილეო გათამაშებას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მოეგო მომენტალურად და ჩართულიყო 2017 წლის „ტოიოტა კოროლას“ გათამაშებაში. ვფიქრობ, კომუნიკაცია საკმაოდ ეფექტური იყო, რაც შეეხება 20 სექტემბრის ღონისძიებას, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა სტუმარი კმაყოფილი ყოფილიყო, მგონი გამოგვივიდა კიდეც, თუმცა უფრო სწორად ამ ღონისძიებას ჩვენი სტუმრები შეაფასებენ.M: რა გამოწვევების წინაშე დგას ბრენდი?
გვსურს საგარანტიო ვადების გაზრდა, ამჟამად, 4 წელი სრული გარანტია გვაქვს. ვგეგმავთ მომსახურების ოფიციალური სერვის ცენტრების რაოდენობის გაზრდას. საერთო ჯამში, ბუნებრივია, ფილიალების გაფართოება და ბაზრის ლიდერობა არის ჩვენი მთავარი მიზანი.
[R]