in

ბელგიელმა ფერმერმა უნებლიედ საფრანგეთის საზღვარი გადაწია!

“მან ბელგია უფრო გაზარდა, ხოლო საფრანგეთი დააპატარავა”

ბელგიელმა ფერფერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მას შემდეგ, რაც უნებლიედ გადაკვეთა საფრანგეთის საზღვარი.

BOG
BOG

ადგილობრივი ისტორიის ენთუზიასტი ტყეში სეირნობდა, როდესაც მან შენიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის აღმნიშვნელი ქვა 2.29 მ-ით გადაადგილდა.

როგორ მოხდა ეს? როგორც ჩანს, ტრაქტორზე მჯდომმა გლეხმა თავისი სავალი გზიდან ეს ქვა საფრანგეთის ტერიტორიაზე გადასწია.

ალბათ, ფიქრობთ, რომ ამან დიდი უკმაყოფილება და დაპირისპირება გამოიწვია ქვეყნებს შორის… თუმცა ცდებით – საერთაშორისო არეულობის ნაცვლად, ინციდენტს საზღვრის ორივე მხარიდან სიცილი მოჰყვა. “მან ბელგია უფრო გაზარდა, ხოლო საფრანგეთი დააპატარავა, ეს არ არის კარგი იდეა. მე გახარებული ვიყავი, რადგან ჩემი ქალაქი უფრო გაიზარდა, მაგრამ ბუზინი სიურ-როკის მერი არ დამეთანხმა” – განაცხადა ბელგიის სოფელ ერკელინის მერმა, დევიდ ლავაუმ. მისი თქმით, ეს ნაბიჯი კერძო მესაკუთრეთა შორის უბრალო თავისტკივილის გამომწვევი იყო.

საზღვარი საფრანგეთსა და ახლანდელ ბელგიას შორის 620 კილომეტრია. იგი 1820 წელს კორტრიკის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა, რომელსაც ნაპოლეონის ვატრელოოში დამარცხების შემდეგ მოაწერეს ხელი. სიმბოლური ქვა კი, 1819 წლით თარიღდება.

“ჩვენ ახალი სასაზღვრო ომის თავიდან აცილება უნდა შეგვეძლოს” – მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის სოფლის “გამხიარულებული” მერი.

ბელგიის ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, დაუკავშირდეს ფერმერს და სთხოვოს, ქვა თავის ადგილას დააბრუნოს. დევიდ ლავაუს თქმით, ფერმერი შესაძლოა, სასამართლომდეც კი მივიდეს, თუ ის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. “თუ ის გამოიჩენს კეთილ ნებას, მას პრობლემა არ ექნება, ჩვენ ამ საკითხს მეგობრულად მოვაგვარებთ” – ამბობს დევიდ ლავაუ.

MINI-ს ახალი ელექტრომობილი მიწაზე კი არა, ღრუბლებზე დადის!

ინტერიერის დიზაინ სტუდია Ding Dong „გაშიშვლდა“!