in

შეხსენება აფექტურ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს – იმ ბავშვთა სახელების ბრელოკები, ვინც ავარიაში გარდაიცვალნენ

ბელგიაში 5-დან 1 მძღოლი აფექტურ მდგომარეობაში მართავს მანქანას. ამ პრობლემასთან დაკავშირებით 1995 წელს აღნიშნულ ქვეყანაში კარგ და სამაგალითო მძღოლებს სახელი ბობი უწოდეს. მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, ბელგიაში აღნიშნული პრობლემა დღესაც მწვავედ დგას. ამასთან დაკავშირებით ბელგიის მოძრაობის ინსტიტუტმა ავარიაში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან ერთად კამპანია წამოიწყო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში აფექტურ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს გადაეცემათ იმ ბავშვთა სახელების ბრელოკები, რომლებიც აქამდე ავარიაში გარდაიცვალნენ. სამაგალითო მძღოლებს კი ბობ-ის ბრელოკები გადაეცემათ. აღნიშნულ კამპანიაზე საკომუნიკაციო სააგენტომ “Happiness Brussels” იმუშავა.

 

 

2020 წლის შეფასება და სამომავლო გეგმები – ინტერვიუ „ირაოს“ გენერალურ დირექტორთან, ვახტანგ დეკანოსიძესთან

ბედნიერი ხარ იმიტომ, რომ იმარჯვებ, თუ იმარჯვებ იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ?