10
ივლ
2018

ბელგიურმა ტელევიზიამ ედენ აზართან ინტერვიუ ჰოლოგრამის საშუალებით ჩაწერა! – UPDATE

10 ივლ 2018

veon
veon


სანამ მთელი მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატს ადევნებს თვალს, ბელგიის ტელევიზია La Une მაუწყებლობაში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს. ბელგიის ნაკრების ბრაზილიასთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ედენ აზარმა ტელევიზიას ინტერვიუ პირდაპირ გასახდელიდან მისცა. ინტერვიუირებისას La Une-მა ჰოლოგრამული ტექნოლოგია გამოიყენა, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ წამყვანებიც და ფეხბურთელიც ერთ სტუდიაში იმყოფებოდნენ.

 

 

აღსანიშნავია, რომ ჰოლოგრამული ტექნოლოგია პირველად CNN-მა 2008 წელს გამოიყენა, როდესაც ჯესიკა იელინი სტუდიაში ჩიკაგოდან ჩაერთო.

 

განხილვა