ალბათ თქვენც შენიშნეთ თბილისში მომრავლებული გარე ბანერები წარწერით “ბელგიური”. ბანერის ქვეშ წვრილადაა მიწერილი საიტის მისამართი http://louisbonnet.com/en/georgia. საიტზე იგივე ვიზუალი გვხვდება ერთი განსხვავებით, ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩანს შოკოლადი.
14 სექტემბერს ვიკითხეთ ჩვენს Facebook გვერდზე მაგრამ პასუხი არავინ იცოდა, ფერებიდან გამომდინარე ერთ-ერთ ვერსიად საღებავების ახალი ბრენდიც განიხილებოდა.
საიტზე სტუმრობისას მალევე მივხვდით, რომ შოკოლადთან გვქონდა საქმე. ბელგია ცნობილია საკუთარი შოკოლადით და შოკოლადის სიყვარულით, ძალიან ბევრი სპეციალური მაღაზიაა ქუჩებში, სადაც იყიდება მხოლოდ ტკბილეული.
“თუ არ არის გუგლში ე.ი არ არსებობს” ამ შემთხვევაში კი “Louis Bonnet ” არ იგუგლებოდა და მოხდა დომენის whois.net-ზე გადამოწმება, სადაც აღმოჩნდა, რომ დომენი ეკუთვნის იაგო ჩოჩელს. ქართული louisbonnet.ge კი კომპანია ბარამბოს.
www.louisbonnet.ge
საინტერესოა კომპანია ბარამბო უბრალოდ ახალი შოკოლადის წარმოებას გეგმავს თუ მაღაზიის გახსნას აპირებს, ორივე შემთხვევაში მარკეტერი წარმატებებს უსურვებს.