in

„გჯეროდეთ KFC-ის ქათმის უნდობლობით სავსე სამყაროში“ — კამპანია

KFC-მ „საიდუმლოებებით მოცული“, არაბრენდირებული გარე რეკლამების სერია გამოუშვა. ბილბორდებზე საკმაოდ უჩვეულო და დამაინტრიგებელ შეტყობინებებს ვხედავთ, მაგალითად: „ენდე მწვანილებს, გჯეროდეს სანელებლების“.

BOG

„გვსურს, ასეთი მასშტაბური კამპანიისთვის ინტრიგის ძალა შევითვისოთ და შევინარჩუნოთ. არაბრენდირებული აქტივობა, რომელსაც აშკარად ეტყობა KFC-ის ტონი, კომუნიკაციის გასააქტიურებლად შევიმუშავეთ“, — ამბობს ქეით უოლი, KFC-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

კამპანიის ნაწილია სპეციალურად შექმნილი ვებგვერდიც, რომელზეც „ქათმის ჭეშმარიტ მორწმუნეებს“ ლიმიტირებული გამოცემის საქონლის შეძენა შეუძლიათ. მათ შორისაა The Believers Ring, The Believers Halo და ექსკლუზიური Believers Deal.

ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ნაწილია რაღაც უფრო დიდი, სამომავლოდ დაგეგმილი კამპანიისა.

ქართული ჯუდო – წარსული, Paris 2024 და მომავალი

რომელ ფესტივალებს შეიძლება დავესწროთ 2024 წლის ზაფხულში საქართველოში