ისეთ რეალობაშიც კი, სადაც უამრავი შესაძლებლობაა მყისიერი კავშირების დასამყარებლად, პირადი ურთიერთობების თავგადასავალში გადაშვება არც ისე ადვილია. სწორი პარტნიორის პოვნა არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ „საბოლოოდ, მაინც ღირს ცდა“. ამჟამად აშშ-ის ყვავილების კომპანია Teleflora-ს იმედისმომცემი რეკლამა იმ ემოციურ ტრანსფორმაციაზეა ფოკუსირებული, რომლის მოტანაც სიყვარულს შეუძლია.
Believe in Love წყვილებს იმაზე აფიქრებს, თუ როგორ შეცვალა სიყვარულმა ისინი უკეთესობისკენ. ზოგიერთი ისტორია სასაცილოა, ზოგიც ოდნავ სევდიანი. რამდენიმემ ისიც კი აღნიშნა, რომ ნდობასთან და თვითშეფასებასთან ჰქონდათ პრობლემა, მაგრამ, სიყვარულთან ერთად, ესეც გადალახეს.
„სიყვარული შეიძლება იყოს იმედგამაცრუებელი, დამაბნეველი და უბრალოდ რთულად დასაჯერებელი… თუმცა სწორ პარტნიორს პერსპექტივის საუკეთესო გზით შეცვლა შეუძლია. ჩვენ კი გაურკვევლობით სავსე სამყაროში გვინდოდა, ვალენტინობის დღისთვის იმედი და ოპტიმიზმი გაგვეღვიძებინა“, — აღნიშნავს დანიელ მეისონი, Teleflora-ს მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.