in

ღვინო Belitso-ს ბერძნული კულტურით შთაგონებული დიზაინი

“Krystallo Estate” ავსტრალიაში, ნილაკუტის ტბის ხეობაში გაშენებული ვენახისა და აქ მოყვანილი ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინის სახელწოდებაა. ღვინოების ერთ-ერთ პრემიუმ ხაზს კი პატრიარქ გეორგიოს „ბელიცო“ კაკრიდასის სახელი ეწოდა.

ბრენდის ფესვების დაცვით, ღვინის ამ ხაზში რამდენიმე სპეციფიკური ბერძნული ყურძნის ჯიშიც შედის, რომელიც ავსტრალიაში არ მოჰყავთ — მათ შორისაა მალვაზია და კამარი. როგორც აღნიშნავენ, ისინი განსაკუთრებით არომატულია, თუმცა დღეს მთავარ აქცენტს ბრენდინგსა და დიზაინზე ვაკეთებთ. ბრენდის იდენტობის ვარდისფერი და ლურჯი ტონალობა ნილაკუტის ტბის სახელიდანაა აღებული — მშობლიურ ენაზე ეს „ლურჯ სახლს“ უნდა ნიშნავდეს. ამასთან, ვიზუალი ოქროსფერი დეტალებითაა შემკული.

გარდა ამისა, ბელიცოს ეტიკეტები, რომლებიც დაბეჭდილია თეთრ ბამბაზე, გმირული ბერძნული ქანდაკებების ფრაგმენტებს ასახავს. ზოგადად, ბერძნული ქანდაკებები იდეალის გამომხატველი იყო — სილამაზის, გმირობის, პატივისცემისა და სიმამაცის. სწორედ ამ თვისებების გამო შეარჩიეს ამგვარი ელემენტები ღვინის ეტიკეტად, რათა ბრენდისთვის გარკვეული იდეალის მქონე იდენტობა მიენიჭებინათ.

Windows – პროდუქტი, რომელმაც ჩვენი პირველი ვირტუალური რეალობა შექმნა

Global Finance-მა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ბანკად აღიარა