Bell-ის სატელეფონო კომპანიამ Zulu Alpha Kilo სააგენტოს დაუკვეთა რეკლამა, რომელიც ტელეფონის (და ზოგადად ტექნოლოგიების) არსებობის მნიშვნელობას წარმოაჩენდა, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს ის დისტანციური ურთიერთობების დროს კავშირის შესანარჩუნებლად.
ადამიანური ურთიერთობები უმთავრესია მთელ ჩვენს არსებობაში. სიტყვების მიმოცვლით ერთმანეთს ემოციებსა და შეგრძნებებს გადავცემთ… წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ცხოვრება ტელეფონის გარეშე? მოდით, ნურც წარმოვიდგენთ და პირიქით, ვნახოთ, რამდენად დიდ როლს ასრულებს მისი არსებობა ჩვენს ცხოვრებაში, როცა ახალი წლის მოლოდინთან ერთად საყვარელი ადამიანი გირეკავს ან გწერს, რომ ის ,,მალე სახლში იქნება“, გახსენდება, თუ რა არის ნამდვილი დღესასწაული.
Agency Network: Zulu Alpha Kilo
Published/Aired: December 2020











