in ,

ბელა რემზი iPhone 16-ის ახალ ფუნქციებს გვაცნობს

BOG
BOG

ყურადღების ცენტრში კვლავ Apple ექცევა — The Weeknd-ის iPhone 16 Pro-თ გადაღებული ვიდეოს შემდეგ, ახლა ახალ კამპანიას iPhone 16-ის ხაზისთვის გვთავაზობენ. ინოვაციურ Apple Intelligence-ს წარმოგვიდგენენ, თუმცა ასე უბრალოდ არა — ეს საქმე ბელა რემზის მიანდეს, რომელიც Game of Thrones-ისა და The Last of Us-ის სერიებით არის ცნობილი.

რეკლამებში რემზი გვაჩვენებს, როგორ ეხმარება Apple Intelligence ადამიანებს ყოველდღიურ უცნაურ მომენტებთან გამკლავებაში. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ სამივე რეკლამის რეჟისორი ემის გამარჯვებული დეივიდ შეინი და ოსკაროსანი კინემატოგრაფი ერიკ მესერშმიდტი გახლავთ. ისინი საუკეთესოდ ასახავენ ბელა რემზის მომხიბვლელობას და იუმორს სოციალური გამოწვევების დროს, რომელთან გამკლავებასაც Apple Intelligence შესანიშნავად ახერხებს. 

არ აქვს მნიშვნელობა, ვინმეს სახელი ავიწყდებათ, მნიშვნელოვანი ელ.ფოსტა რჩებათ ყურადღების მიღმა თუ კონკრეტული ფოტოების ან ვიდეოების მოძიება სურთ, Apple Intelligence-ისთვის არაფერია პრობლემა. კამპანიაში ერთდროულად იუმორისა და ტექნოლოგიების უპირატესობის ჩვენებას იდეალურად ახერხებენ და მიგვანიშნებენ, თუ რამდენად შეუფერხებელ გამოცდილებას გვპირდება Apple-ის უახლესი AI ტექნოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

როგორც გვპირდებიან, Apple Intelligence მომხმარებელთა გამოცდილებაში რევოლუციას მოახდენს. ელ.ფოსტებსაც შეგიჯამებთ, Siri-ის მეტად პერსონალურს გახდის და სიტყვების გახსენებაშიც დაგეხმარებათ, რითაც უხერხული სიტუაციებისგანაც გიხსნით. მოკლედ რომ ვთქვათ, ინდივიდუალურ საჭიროებებს ინტუიციურად დააკმაყოფილებს, უფრო დეტალურად კი Apple Intelligence-ის შესახებ ამ ბმულზე შეგიძლიათ, წაიკითხოთ. 

Apple-ის კამპანიაზე TBWA\Media Arts Lab-მა იმუშავა.

ახალი ლოგო და ფერები — PayPal-მა ვიზუალური ბრენდინგი განაახლა

ხაფანგი, რასაც ლიდერულ პოზიციაზე გადასვლისას უნდა აარიდოთ თავი