ბუნებრივი ხის ელეგანტურობა, სითბო და გარემოსდაცვითი კეთილგანწყობა სახლის ინტერიერში ესთეტიკური სიამოვნების მიღებისა და უსაფრთხოების გარანტიაა. სწორედ ამიტომ ესთეტები ხის პარკეტს მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად აფასებენ.
დღესდღეობით ინტერიერის სხვადასხვა საცხოვრებელ ზონას შორის დინამიკური გადასვლები განსაკუთრებით მოთხოვნადია. ამასთან, ოთახის კლიმატზე დადებითი გავლენის, დახვეწილი ვიზუალისა და მრავალფეროვანი გამოყენების გამო, ბუნებრივ პარკეტს უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს.
მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული კომპანია Scheucher ბუნებრივი ხისგან დამზადებული იატაკის საფარის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. სპეციალური აღჭურვილობით დამუშავებული პრემიუმ პარკეტის დაფები დაფარულია ზეთისა და ლაქის დამცავი ფენით. ამასთან, შთამბეჭდავი ფერები ორგანულად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს და მას უნიკალურობას სძენს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე, ამავდროულად კლასიკური, საიმედო, მყარი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პარკეტის შეძენისას, პრემიუმ ხაზის მომხმარებლებისთვის Scheucher შეუცვლელი ბრენდია.
Scheucher — პარკეტი ავსტრიული საიმედოობით
ავსტრიული კომპანია Scheucher-ის ისტორია 1920 წელს პატარა საოჯახო სახერხი საამქროთი, ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ნაკლებად ცნობილ ტყიან ადგილას (მატერსდორფში) დაიწყო და ეს ტერიტორია მსოფლიო პარკეტის დედაქალაქად იქცა. დღეს Scheucher-ის პარკეტი მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორისაა საქართველოც, სადაც ბრენდს, ექსკლუზიურად, მულტიბრენდული კონცეპტუალური შოურუმი Belle Maison წარმოადგენს, სადაც უმაღლესი ხარისხის პარკეტის შეძენა, ყველაზე კონკურენტული პირობებით, 89 ევროდან არის შესაძლებელი.
ავსტრიული კომპანიების პროდუქტები ყოველთვის საიმედოობით და დეტალებისადმი უნაკლო ყურადღებით გამოირჩევა. სწორედ ეს თვისებებია მნიშვნელოვანი იატაკისთვის — ინტერიერის იმ ნაწილისთვის, რომელიც ყველაზე ძლიერ მექანიკურ და ოპერაციულ დატვირთვას ექვემდებარება.
Scheucher-ის ქარხანა, პროდუქციის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოების მოცულობას ყოველ წელს ზრდის. კომპანია წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ კვ.მ, 5000-ზე მეტ სხვადასხვა ფერის, ტექნიკური და სტილისტური დიზაინის პარკეტს აწარმოებს და უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებლის 50%-ით გაზრდას გეგმავს.
საწარმოო ქარხანა აკმაყოფილებს ხარისხის დადგენილ სტანდარტებს. ბრენდის პროდუქცია სერტიფიცირებულია ევროკავშირისა და აზიის ქვეყნების მიერ და მისი გამოყენება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო და კომერციულ შენობებში.
კომპანია საუკეთესო სპორტული იატაკების მწარმოებლის სახელითაა ცნობილი, რადგან მისი პროდუქცია მაქსიმალურ დატვირთვას უძლებს.
საუკუნოვანი ისტორიის მქონე ავსტრიული კომპანია საოჯახო ბიზნესს, ტრადიციებსა და ტექნოლოგიას აერთიანებს. მუდმივი განვითარება, ინოვაცია და უნიკალური სტილი Scheucher-ს ასობით კონკურენტისგან გამოარჩევს.
რატომ Scheucher?
Scheucher-ის პარკეტი ლამაზი, ეკოლოგიურად სუფთა და საიმედო პროდუქტია, რომელიც ინსტალაციის სიმარტივით და მომსახურების ხანგრძლივი ვადით ხასიათდება. ბრენდი ხის მრავალფეროვან ჯიშებს იყენებს: ამერიკული ალუბალი, ამერიკული კაკალი, ევროპული ნეკერჩხალი, ევროპული ალუბალი, წიფელი, კანადური ნეკერჩხალი, იფანი. თუმცა Scheucher-ის წარმოებაში განსაკუთრებით აქტუალურია მუხა. ის ყველაზე გამძლე მასალად ითვლება, რადგან:
- ხე მაღალი სიმკვრივით გამოირჩევა;
- მარტივად ექვემდებარება დამუშავებას;
- ზედაპირი არ იცვითება;
- სტრუქტურა სტაბილურია.
ექსპლუატაციის დროს პარკეტი არ იშლება და არ განიცდის დეფორმაციას ტემპერატურის ცვალებადობის ან ტენიანობის გამო. Scheucher-ს არაერთი კონკურენტული უპირატესობა ახასიათებს:
- Scheucher-ის პარკეტის შერჩევისას იღებთ იატაკს 30-წლიანი გარანტიით;
- პროდუქციის დიზაინი მრავალფეროვანია, რის გამოც შესაძლებელია ინტერიერის გაფორმება სასურველ სტილში განურჩევლად მიზნისა (კომერციული უძრავი ქონება, კერძო კოტეჯი, ძვირადღირებული რესტორანი, საცხოვრებელი ბინა);
- ავსტრიული ბრენდის პარკეტის დაფები დამზადებულია ბუნებრივი ხის ჯიშებისგან (კაკალი, მუხა), რომლებიც ბუნებრივი რესურსების (ტყის) 100%-იან აღდგენას ექვემდებარება. 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო იატაკი, თქვენს სახლს „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს;
- Scheucher განსაკუთრებით ეკოლოგიური ბრენდია, რომელიც არ შეიცავს კანცეროგენებს, ფორმალდეჰიდს, არანაირ ქიმიურ ნივთიერებას, რასაც შესაბამისი სერტიფიცირებაც ადასტურებს;
- Scheucher ძვირფასი ხის ჯიშების ტექსტურების დამუშავების არაერთი პატენტის მფლობელია, ზედაპირის ტექსტურის ექსკლუზიური და მრავალფეროვანი დამუშავება ასორტიმენტს მნიშვნელოვნად ზრდის;
- დამცავი ფენა (ზეთი, ლაქი) ხელს უწყობს იატაკის პირვანდელი სახის შენარჩუნებას ტენიანობის, მზის ულტრაიისფერი ზემოქმედების, მაღალი დატვირთვის დროს (ჩამოვარდნილი საგნები, მოცულობითი ავეჯი, თხელი ქუსლით ზემოქმედება);
- ხმოვანი და თბოიზოლაცია Scheucher-ის პარკეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომლის არჩევისას შეძლებთ გარე და შიდა ბგერების დონის შემცირებას, ასევე შეინარჩუნებთ ოთახის მიკროკლიმატს;
- Scheucher-ის პარკეტი შესაძლებელია შეკეთდეს ადგილობრივად, მისი აღდგენა დასაშვებია განმეორებით;
- თითოეული, წყალგაუმტარი, კოლექცია სპეციალურად გათვლილია იატაკქვეშა გათბობის, ე. წ. „თბილი იატაკის“ სისტემის დასამონტაჟებლად.
- ახასიათებს ჭუჭყის საწინააღმდეგო თვისებები, ქიმიური და საყოფაცხოვრებო ლაქებისადმი მდგრადობა (წითელი ღვინო, ზეთი, რძე, ლუდი, აცეტონი, ბენზინი, სპირტი, შავი ჩაი და სხვა);
- მისი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი დატვირთული ზონებისთვისაც კი, როგორიცაა სამზარეულო. ასევე კედლებზე, დეკორის სახით, განთავსებული პარკეტი სივრცეს განსაკუთრებულ სითბოს და კომფორტს სძენს.
რატომ არის ბრენდი უნიკალური?
წარმოება
Scheucher-ის პარკეტი ხარისხის მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ პარკეტის წარმოება თითქმის მთლიანად ავტომატიზებულია, ტრადიციების დაცვით, ყველა ხე შერჩევის კომპლექსურ პროცესს გადის. ქარხანაში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნიმუშები მუშავდება — სწორედ ამიტომ, თითოეული პროდუქტი უნიკალური და ორგანულია. ხე ოპტიმალურ პირობებში გადის მომზადებისა და გაშრობის პროცესს, რაც უზრუნველყოფს პრემიუმ პარკეტის შეუდარებელ ხარისხს. ამიტომაცაა, რომ Scheucher-ს მთელ მსოფლიოში ირჩევენ და აფასებენ.
ხის ხარისხის კონტროლი ხორციელდება არაკონტაქტურად, მიკროტალღური ტექნოლოგიის გამოყენებით. დაჭრილი პარკეტი მოწმდება დელამინაციაზე, შეკუმშვაზე, ტენიანობაზე. ამ დანადგარის საშუალებით ნებისმიერი დეფექტის აღმოჩენა წარმოების ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი. ხის გამოშრობა ხდება ბუნებრივი პროცესით (ჰაერით). გამოშრობის დასაჩქარებლად კატალიზატორები და ქიმიური ნივთიერებები არ გამოიყენება.
NOVOLOC 5G საინსტალაციო სისტემა
NOVOLOC-ის 5G საინსტალაციო სისტემა (საკეტი) უზრუნველყოფს პარკეტის მარტივ დაგებას და ფილასთან უხარვეზო გადაბმას. ფრანგული წყობისთვის ამ სისტემის დანერგვა ბრენდის ინოვაციაა.
პარკეტის თითოეული ფენა და საკეტის ენა გაჟღენთილია სპეციალური ჰიდროფობიური მასალით, რაც უზრუნველყოფს ტენისადმი მდგრადობას (ბოლოები გამაგრებულია პლასტმასის ჩამკეტით). ასეთი საკეტის აწყობა/მონტაჟი მარტივია, ხოლო ექსპლუატაციის დროს ის მექანიკურ ცვეთას მაქსიმალურად ეწინააღმდეგება.
რელიეფი და ჭრა
გამორჩეული რელიეფი და ჭრა Scheucher-ის პარკეტის კიდევ ერთი უპირატესობაა. მისი ზედაპირი სხვადასხვა მეთოდით და ტექნიკით შეიძლება დამუშავდეს სასურველი ეფექტის მისაღწევად. პარკეტს მრავალფეროვანი ფერები და ჩრდილები აქვს. გარდა ამისა, მას ემატება განსაკუთრებული ბზინვარება და სიმტკიცე. მისი დაგება სხვადასხვა გზით შეიძლება. ის არა მხოლოდ ოთახის ინტერიერის მთავარი აქცენტი, არამედ კომფორტული, ფუნქციონალური, გამძლე საფარი გახდება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სიამოვნებას მოგგვრით.
ხის სამ ფენაზეა დამოკიდებული რამდენად გამძლე, თბილი და უნაკლო იქნება პარკეტი. პირველი, ანუ ზედა ფენა, განსხვავებული დეკორატიულობით გამოირჩევა, მისი სისქე 1-6 მმ-მდეა, დამზადებული ბუნებრივი ხისგან, როგორიცაა: წიფელი, ნეკერჩხალი, მუხა და ა. შ.
მეორე ფენა დამზადებულია წიწვოვანი ხისგან და მას რადიალური მეთოდით ჭრიან, რათა ექსპლუატაციის დროს ხე არ დეფორმირდეს. სწორედ ეს ფენა განსაზღვრავს ყველაფერს, რაც გამძლე და მაღალი ხარისხის იატაკს უნდა ახასიათებდეს. ბუნებრივი ზედაპირების დამუშავება ზეთითა და ცვილით ხელს უწყობს ბუნებრივი ვიზუალის შენარჩუნებას და მქრქალი ზედაპირების შექმნას. სუნთქვადი მასალებით ინტერიერში ჯანსაღი შიდა კლიმატი იქმნება.
Scheucher, განსხვავებით ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, ნამდვილ სამშრიან პარკეტს აწარმოებს, რომლის თითოეული ფენა უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ხისგან მზადდება. ძირითადად, კონკურენტი ბრენდების პარკეტის მხოლოდ ზედა ფენაა ბუნებრივი ხისგან წარმოებული, მე-2 და მე-3 ფენას კი HDF წარმოადგენს. MDF-ის მსგავსად, HDF (მაღალი სიმკვრივის ბოჭკოვანი დაფა) ხელოვნურად შექმნილი კომპოზიტური პანელის პროდუქტია, რომელიც შეკუმშული ხის ნარჩენებისგან მზადდება. MDF-თან შედარებით, HDF უფრო მყარია, თუმცა მაღალი სიმკვრივის გამო გაცილებით თხელია და წყალთან კონტაქტისას განიცდის დეფორმაციას (ბოჭკოები ფართოვდება). HDF ბუნებრივ ხესთან შედარებით ბევრად ნაკლებად გამძლეა, ასევე, წარმოებაში გამოყენებული ფორმალდეჰიდების გამო, ის ძლიერ ტოქსიკურია და საფრთხეს წარმოადგენს განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
უპრეცედენტო დიზაინი
ბრენდის დიზაინერები და ტექნოლოგები ყველაზე გაბედულ და წარმოუდგენელ იდეებს ახორციელებენ, ქმნიან არატრივიალურ დეკორებს. პარკეტის ყველაზე პოპულარული ფერები და ტექსტურები თანამედროვე ტენდენციებთან ადაპტირებულია.
Scheucher-ის გრადაციებია:
- SELECT — ერთი ტონალობის ხე, მხოლოდ ბუნებრივი განსხვავებით ტონში და ფაქტურაში, რაც გვაძლევს ფერის და სტრუქტურის ერთიან ვიზუალს;
- NATUR — მცირედი განსხვავება ტონებში დასაშვებია. ეს გრადაცია ბუნებრივი, დაბალანსებული ტონებით ხასიათდება;
- ASTIG KNOTTY — დასაშვებია გრადაცია ტონალობაში, რაც ხაზს უსვამს ბუნებრივი ხის ცოცხალ ფაქტურას;
- RUSTIKAL — გრადაცია ტონალობაში დასაშვებია, მიკრო ბზარები არ არღვევს სტრუქტურას. ეს არის პარკეტი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს გააცოცხლებს.
ბუნებრივი ხის ჯიშების მრავალფეროვნება, განსხვავებული დიზაინი და ჩრდილები საშუალებას გაძლევთ, მარტივად აირჩიოთ იატაკი თქვენი გემოვნებით ოჯახისა და ბავშვების უსაფრთხოებისთვის.
Scheucher — ბრენდი, რომელიც თავად ირჩევს მომხმარებლებს
Scheucher არ არის ყველასთვის! ბრენდი შექმნილია მათთვის, ვისი მიზნებიც მკაფიოა, ნაბიჯები მტკიცე, სწრაფვა დაუღალავი, დამოკიდებულება ურყევი, მოთხოვნა განსაზღვრული. ვინც ზუსტად იცის რა სურს მიიღოს და რა გზით. ვისაც გამოწვევები არ აშინებს და თუ გადაწყვეტს, მთელ სამყაროს ამ გამოწვევების დასაძლევად, თავის სასიკეთოდ, წარმართავს.
გრადაციები და ფორმები ბუნების „ხმებთან“ ახლოა. ორგანულობა მიზანდასახულ პიროვნებას წარმატებისკენ უწყვეტ სვლაში ეხმარება, შთააგონებს და მას განტვირთვის საოცარ მომენტებს სჩუქნის. ბრენდის საშუალებით, სახლის სიმყუდროვე და საქმიანი სტილი ერთ სივრცეშია თავმოყრილი მათთვის, ვისთვისაც ზღვარი ოჯახურ კომფორტსა და წარმატებისკენ მიმავალი გეგმების დასახვაში არ არსებობს.
დიზაინერები მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულად აფასებენ ავსტრიულ პარკეტს, რადგან ეს არ არის უბრალოდ იატაკის საფარი, არამედ იდეალური დამატება ნებისმიერი ინტერიერისთვის. გამორჩეული სტრუქტურა და ათასობით ფერთა უნიკალური კომბინაცია ადასტურებს, რომ Scheucher-ის პარკეტს იატაკის საფარის გამოცდილი სპეციალისტები და ყველაზე დახვეწილი მომხმარებლებიც კი შეუძლია გააოცოს.
[R]