in

შეგიძლიათ იყიდოთ უბრალოდ სანტექნიკა ან გახდეთ „ვილეროი & ბოხის“ მფლობელი – ექსკლუზიურად Belle Maison-ისგან!

Villeroy & Boch, როგორც Belle Maison-ის ექსკლუზიური ბრენდი.

ყველაფერი 2010 წელს დაიწყო, როდესაც Belle Maison-მა Villeroy & Boch-ის პირველი კონცეპტუალური შოურუმი გახსნა საქართველოში და ხალხს შესაძლებლობა მისცა თავი საკუთარ სახლში წარმოედგინათ, აღმოეჩინათ ახალი, განსხვავებული დიზაინი, მარტივად შეერჩიათ მაღალი ხარისხის სანიტარული პროდუქცია,  თავიანთი სააბაზანო ინტიმურ, დასასვენებელ სივრცედ გარდაექმნათ და ეცხოვრათ მოხდენილად – Live Gracefully.

დაარსების დღიდან, Villeroy & Boch  სააბაზანოს მაღალი ხარისხის პროდუქტების წარმოებით კერამიკის სახეს და მის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს ქმნის მსოფლიო ბაზარზე. 275 წელია,  გერმანული პრემიუმ ბრენდი, მომხმარებლებს სააბაზანოს სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხელსაბანები, უნიტაზები, ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი აბაზანები, ხელსაბანის ავეჯი, შემრევები და აბაზანის აქსესუარები.

…იცოდით, რომ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში, მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა, სპეციალურად მწერალთა სახლისთვის Villeroy & Boch-ის კერამიკული პროდუქცია გამოიყენა, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთებისთვის მზადდებოდა და გამძლეობით გამოირჩეოდა?  

დღესდღეობით კი, Villeroy & Boch ლიდერ პოზიციას იკავებს სანტექნიკის დარგში, მსოფლიოს მასშტაბით, თავისი გერმანული მინიმალიზმით, ავთენტური დიზაინით, პრემიუმ ხარისხით, დიზაინის საერთაშორისო პრიზებითა და  ინოვაციური ტექნოლოგიური მიღწევებით, რომლითაც ვერცერთი ბრენდი ვერ გაუტოლდება.

Villeroy & Boch. ინოვატორი და ტექნოლოგიური ლიდერი.

წარმოიდგინეთ, შედიხართ სააბაზანოში, რომელიც დაკომპლექტებული გაქვთ სრულად Villeroy & Boch-ის პროდუქციით და ხედავთ, რომ თქვენს მცირეწლოვან შვილს კბილის ჯაგრისი დატოვებული აქვს ხელსაბანის კიდეზე. თქვენ, არაფერზე გაქვთ სანერვიულო, რადგან Villeroy & Boch-ის კერამიკულ პროდუქციას გააჩნია ანტიბაქტერიული ზედაპირი, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ბრენდმა სპეციალურად დააპატენტა კერამიკის ზედაპირის დამუშავების ინოვაციური ტექნოლოგია – AntiBac, რომელსაც აქვს მუდმივი ანტიბაქტერიული ეფექტი და დადასტურებულია, რომ ამცირებს ბაქტერიების ზრდას 99,9%-ით.

რა შეედრება აბრეშუმის მსგავსად ნაზ და გლუვ აბაზანას, რომელიც განსაკუთრებულად სასიამოვნო და თბილია შეხებისას? ეს ეფექტი კი სწორედ კვარცის ბუნებრივი კრისტალებით მიღებული ინოვაციური მასალა 𝐐𝐮𝐚𝐫𝐲𝐥®-ის დამსახურებაა, რომელიც გაცილებით მყარია ვიდრე ტრადიციული აკრილი, მდგრადია დარტყმის/ნაკაწრების მიმართ და ყოველთვის  ინარჩუნებს თავდაპირველ იერსახეს  მრავალი წლის შემდეგაც კი.

TitanCeram მასალით დამზადებულ ხელსაბანსა და უნიტაზს დახვეწილი კიდეები, მკაფიოდ გამოკვეთილი კონტურები და სრულყოფილი ფორმები აქვს, რომლებიც სტაბილურობითა და გამძლეობით გამოირჩევა.

ალბათ, ყველას სურს სააბაზანოში ჰქონდეს ისეთი ხელსაბანი, უნიტაზი თუ აბაზანა, რომელთა ზედაპირებიც განსაკუთრებულად გამძლეა, ანტიბაქტერიულია, არ იკავებს წყლის წვეთებს, არ ლაქავდება და შესაბამისად, ადვილად გასაწმენდია. 𝐂𝐞𝐫𝐚𝐦𝐢𝐜𝐏𝐥𝐮𝐬 კი სწორედ ის დაპატენტებული ტექნოლოგიაა, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. 

ვილეროი & ბოხმა ასევე დააპატენტა ახალი TwistFlush-ის ტექნოლოგია. ბრენდმა შექმნა უნიტაზის ძლიერი ჩარეცხვის სისტემა და რევოლუცია მოახდინა სააბაზანოს ჰიგიენაში. მისი გამორჩეულად ძლიერი წყლის ნაკადის წყალობით წყალი ხვდება უნიტაზის ყველა წერტილში და სრულყოფილ დასუფთავებას უზრუნველყოფს. ამცირებს წყლის მოხმარების ოდენობას და დასუფთავებისთვის საჭირო დროს.

Villeroy & Boch-მა გამოიგონა კიდევ ერთი ინოვაციური სისტემა –  DirectFlush, რომლის საშუალებით წყალი წრიული მოძრაობით ჩაედინება უნიტაზში, ზუსტი ნაკადის საშუალებით ხდება ყველა დაბინძურებული წერტილის დასუფთავება და შხეფების გარეშე უზრუნველყოფს სრულყოფილ ჩარეცხვას.

დამატებითი კომფორტისთვის ბრენდმა შექმნა SilenttFlow – ულტრა მშვიდი, სწრაფი წყლის შევსების სისტემა უნიტაზისთვის და უნიტაზის საფარის ნაზად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე დახურვის ტექნოლოგია –SoftClosing.

Villeroy & Boch – Your Lifestyle.

დღევანდელ სამყაროში, შექმნათ გარემო, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ და საკუთარი სპა/სარელაქსაციო სივრცე მოიწყოთ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. 

ვილეროი & ბოხი არ დაგიტოვებთ შანსს, რომ თქვენი დილის ან საღამოს აბაზანა მოსაწყენ რუტინად იქცეს. საოცრად დახვეწილი, მთლიანად თქვენზე მორგებული აბაზანა ჰიდრომასაჟით თავს მართლაც ბედნიერ გარემოში გაგრძნობინებთ. ეს აბაზანა გამორჩეულია ჰაერის ბუშტებით, რომელიც შამპანურის „შუშხუნს“ მოგაგონებთ, ადუნებს კუნთებს და აქვს თვითწმენდის ფუნქცია. მისი საშუალებით სააბაზანო გარდაიქმნება ადგილად, სადაც სიმშვიდე, კომფორტი და დასვენება ერთმანეთს ერწყმის.

ინსპირაციული ფერთა პალიტრა და სრულყოფილი ფორმები

ფერების კონცეფცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს აბაზანის დიზაინში. მისი საშუალებით შეგიძლიათ სივრცე მყუდრო, მშვიდ გარემოდ გარდაქმნათ ან გახადოთ ის უფრო ცოცხალი. Villeroy & Boch გამოგზაურებთ შთამაგონებელი ფერების სამყაროში, სადაც თქვენს წინ ფერების დაუსრულებელი ვარიაციები გადაიშლება.

ვილეროი & ბოხის კერამიკული პროდუქციის გეომეტრიული, სკულპტურული და ამავე დროს ერგონომიული ფორმები კი შექმნილია სააბაზანოს ყველა ინტერიერში მარტივად ინტეგრაციისთვის (იხილეთ ვიდეო).

Villeroy & Boch. თანამედროვე ბრენდი.

Villeroy & Boch-ის სანიტარული პროდუქცია, გარდა საცხოვრებელი სახლებისა, უკვე მრავალი წელია, გამოიყენება ყველაზე მაღალი დატვირთვის მქონე საჯარო სივრცეებში, როგორიცაა: აეროპორტები, პრემიუმ კლასის სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და სხვა… თუ  იქ Villeroy & Boch-ის სანიტარულ პროდუქტებს ნახავთ, ე.ი. ისინი თქვენზე მნიშვნელოვნად ზრუნავენ!

ბრენდი ფეხს უწყობს ციფრულ ეპოქას და ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიებს ნერგავს სააბაზანოში. მისი SMART კოლექციებიდან განსაკუთრებულია ViClean – ბიდე-უნიტაზი; თქვენ შეძლებთ, სამართავი პულტის გამოყენებით, გაათბოთ ან გააშროთ უნიტაზის სავარძელი, იხილეთ ვიდეო.

ასევე, „სმარტ“ ფუნქციებით აღჭურვილია აბაზანის სარკე, ღილაკზე მარტივი შეხებით ან ხმოვანი ბრძანებით შესაძლებელია, სააბაზანოში, გააკონტროლოთ Led განათება და ფონური მუსიკა. 

კომპანია ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეც და სპეციალურად მათზე ადაპტირებულ ხაზს სთავაზობს.

შემატე ღირებულება შენს უძრავ ქონებას – აირჩიე Villeroy & Boch!

ბელ მეზონში მომხმარებლებს არ სჭირდებათ მოცდა ძვირფასი აბაზანის, ხელსაბანის, უნიტაზის, საშხაპე სისტემისა თუ სხვა სანიტარული პროდუქციის შესაძენად. არსებული შეუზღუდავი მარაგების (www.bellemaison.ge) და ხარისხთან შესაბამისი ოპტიმალური ფასების გათვალისწინებით, ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია Villeroy & Boch-ის სანიტარული პროდუქციის სრული ასორტიმენტი. 

Villeroy & Boch-ის პროდუქცია გათვლილია სხვადასხვა ბიუჯეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ცნობილია მათი პრემიუმ პროდუქტებით, ის ასევე გვთავაზობს უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტებს. ეს ნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში, თუ თქვენ აკეთებთ მცირე განახლებას ან  სრულფასოვან რემონტს, შეგიძლიათ თავისუფლად შეარჩიოთ Villeroy & Boch-ის პროდუქტები თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად.

წინდახედული მომხმარებლები, როდესაც საქმე მათი სააბაზანო სივრცის მოწყობას ეხება, ყოველთვის ანიჭებენ პრიორიტეტს მაღალი ხარისხის სანტექნიკას, რადგან სწორედ ხარისხიანი სანიტარული პროდუქცია არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, როგორც მუდმივი ჰიგიენის, ესთეტიკის, გამძლეობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის გარანტია მრავალი წლის მანძილზე. 

დააფასეთ საკუთარი თავი, საკუთარი დრო და აირჩიეთ ცხოვრების ხარისხი, აირჩიეთ საუკეთესო Belle Maison-ში.

[R]

სასტუმროები „სევსამორა” და „თომას ქოხი” პლასტმასის შემცირების კუთხით თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ

შესაძლოა, 2050 წლისთვის მოზარდების 40% ახლომხედველი იყოს — კვლევა