უკვე კარგად ცნობილი Iris Ceramica Group–ის შოურუმი, პრესტიჟული ფლორენციული არქიტექტორული კომპანიის Area-17-ის მიერ BELLE MAISON Tbilisi-ისთვის შექმნილი კონცეპტუალური სივრცეა. მულტიბრენდული შოურუმი არქიტექტურისა და დიზაინის დარგის პროფესიონალებისთვის, ასევე იმ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც ზუსტად იციან თუ სად მოძებნონ საუკეთესო პროდუქცია ინტერიერისა და ექსტერიერისთვის. 700 კვ.მ. შოურუმში კერამიკის შთამბეჭდავი პოტენციალი იხსნება, რაც კედლების, იატაკის და ფასადების დეკორაციის კუთხით ძლიერ შთაგონებას იწვევს, ასევე ინტერიერის დიზაინის ისეთ გადაწყვეტილებებს გვიჩვენებს, რაც საქართველოში ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს.
სწორედ აქ, პრემიუმ ბრენდების კონცეპტუალურ შოურუმში შეგიძლიათ იპოვოთ იტალიური კერამიკული ფილების უდიდესი მარაგი მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისგან: Ariostea, Fiandre, FMG, Iris Ceramica, SapienStone. კერამიკული ფილების დიზაინის, ფერების, ფორმატებისა და დაფარვების კუთხით მარაგების ფართომასშტაბიანი ზრდა, ერთ-ერთია იმ ძირითად უპირატესობათაგან, რაც ბაზარზე კომპანიის ლიდერ პოზიციას განსაზღვრავს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ უმაღლესი ხარისხისა და უნიკალური დიზაინის ფილები იტალიაში მზადდება. არსებობს აზრი, რომ მათი ფასი ხშირად მაღალია. ამ მხრივ ბაზარზე დიდი სიახლეა! BELLE MAISON მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს და ბაზარზე ხელოვნურად გაზრდილი ფასების საპირისპიროდ, მომხმარებლებს კერამიკული ფილების ოპტიმალურ ღირებულებას სთავაზობს. მსგავს პროდუქტებზე 30-40%-იან ფასდაკლებებს ბაზარზე ხშირად ვხვდებით. ფასდაკლების ეფექტი, ხშირად, ხელოვნურად გაზრდილ ფასზე მიუთითებს. უბრალოდ დაფიქრდით, როგორ ან რატომ აპირებთ საშუალო გაბარიტის ზომის, 280×120-ზე, კერამიკული ფილების შეძენას (გათვლილია პატარა სივრცისთვის), როდესაც იმავე ან უფრო დაბალ ფასად BELLE MAISON-ში (ადგილზე) შეგიძლიათ გახდეთ ელიტური ზომის კერამიკული ფილის, 300×150 სმ, მფლობელი?!
ტექნიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით, დიდი ფორმატის ფილების გამოყენებისას მინიმუმამდე მცირდება გადაბმების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს სწორი და გლუვი ზედაპირის შექმნას. ეს ქმნის დაბალანსებულ ფერთა გადასვლას, რაც ერთიანობის შეგრძნებას აძლიერებს და სივრცის ვიზუალურად გაზრდის საშუალებას გაძლევთ. დიდი ფორმატის ფილების გამოყენება დატვირთულ ზონებშიც შესაძლებელია, როგორიცაა: სააბაზანო, სამზარეულო, მისაღები სივრცე, ექსტერიერი, კომერციული ობიექტები, მაგალითად სივრცე ღონისძიებებისთვის და ა.შ. რაც მთავარია, BELLE MAISON-ში დიდი ფორმატის ფილების შეძენას ყველაზე კონკურენტულ ფასად შეძლებთ:
300×150-ზე — 116 ევროდან
300×100-ზე — 95 ევროდან
270×120 -ზე — 95 ევროდან
150×100-ზე — 84 ევროდან
მიეჩვიეთ კერამიკული ფილების შაბლონურ დიზაინს, როგორიცაა თეთრი, კრემისფერი მარმარილო თუ ნაცრისფერი ცემენტის ფაქტურა? – აღმოაჩინეთ რეალური, გლობალური ინოვაციები და ფერების ფართო არჩევანი BELLE MAISON-ის განახლებულ პრემიუმ შოურუმში, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით ყველაზე დახვეწილ მომხმარებლებსაც კი აოცებს.
როგორ ფიქრობთ კერამიკული ფილები მხოლოდ მატია და პრიალა? – ნამდვილად არა! BELLE MAISON -ში წარმოდგენილი ფილების დაფარვების მრავალფეროვნება სფეროს ექსპერტებსაც კი აოცებს: Glint (უნიკალური, მბზინვარე, თბილი, სამგანზომილებიანი სტრუქტურა, რომელიც ბუნებრივი ქვის მომხიბლავ ანარეკლს და მრავალფეროვან ფერთა პალიტრას აცოცხლებს), Silk (ხავერდოვანი ზედაპირი, აბრეშუმის მსგავსად, რბილი შეხებით), Feel (ხის მსგავსი, თბილი, ტაქტილური შეხებით), Lapped (გამორჩეული ზედაპირი, საბადოდან მიღებული ნატურალური ქვის ეფექტით).
შეგვიძლია ვთქვათ, რომ BELLE MAISON-მა კერამიკული ფილების ბაზარზე მომხმარებლებს, დიზაინერებსა და არქიტექტორებს შთამბეჭდავი ცვლილებები შესთავაზა:
- წარმოადგინა 50 ათასზე მეტი კვ.მ. არტიკული, ექსკლუზიური ფორმატები და 140 უნიკალური დიზაინი მარაგში.
- მომხმარებლებს სთავაზობს ოპტიმალურ ფასებს იტალიურ, პრემიუმ კატეგორიის კერამიკულ ფილებზე, რომლებიც კონკურენტებთან ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით შეუდარებელია.
- აჩვენა რომ უფრო დიდი ზომის და უკეთესი ტექნოლოგიით წარმოებული ფილა იყიდება იმავე ფასად, რა ფასადაც ბაზარზე წარმოდგენილია მცირე ზომისა და შეუფერებელი ხარისხის ფილები.
- წარმოადგინა პრემიუმ კატეგორიის გაფართოებული მარაგები მრავალფეროვან ფერთა გამასა და ტონებში: მარმარილო, ონიქსი, ბეტონი, ქვა, მეტალი, რეზინი, თაბაშირის ეფექტი.
- წარმოადგინა პრემიუმ კატეგორიის გაფართოებული მარაგი უნიკალურ ზომებში: 300×150, 300×100, 270×120, 150×100, 150×75, 120×120, 100×100.
- მარაგში დაამატა უნიკალური დაფარვები: Glint, Silk, Feel, Lapped.
ამრიგად, მსოფლიოს საკულტო პრემიუმ ბრენდების კონცეპტუალური შოურუმი BELLE MAISON ხარისხისკენ მუდმივი სწრაფვით, დეტალებისადმი ყურადღებით და პროგრესული მიდგომებით, ბაზარს საუკეთესო დიზაინერულ პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
„შეხვედრამდე BELLE MAISON-ში!“
[პარტნიორის კონტენტი]