in

„ბელვიუ რეზიდენს ბათუმი” – დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის

„ბელვიუ რეზიდენს ბათუმში”, რომელიც პრემიუმ კლასის სარეზიდენციო საცხოვრებელ კომპლექსად გვევლინება, მესამე ეტაპის გაყიდვები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, გაყიდვები სულ სამ ეტაპად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეული კომპანიის ინტერესებსა და ბაზრის მოთხოვნებს იყო მორგებული. ბოლო, მესამე ეტაპი ბელვიუ რეზიდენს ბათუმის 15 საუკეთესო და ექსკლუზიური რეზიდენციის გაყიდვაში გამოტანას გულისხმობს, მათ შორის არის ბელვიუ ვილა რეზიდენსი და ბელვიუ პენტჰაუსიც.

საცხოვრებელი კომპლექსი აჭარის გულში, ბათუმში მდებარეობს. თუ ოდესმე გიოცნებიათ ფეშენებელურ სახლზე ზღვისპირეთში, რომელიც აღჭურვილი იქნება კომფორტისა და ფუფუნებისთვის საჭირო ყველა სივრცითა და ატრიბუტით, მაშინ „ბელვიუ” თქვენი ოცნების რეალობად ქცევაში დაგეხმარებათ. 

ბელვიუს” რეზიდენციები პირველი პროექტია საქართველოში, რომელიც  საერთაშორისო, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ბრენდთან, Hilton-თან პარტნიორობით შეიქმნა. ორივე პროექტის ინვესტორი საქართველოში „ტურინვესტ ჯგუფია”, კომპანია, რომელიც  2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს. 

ბელვიუ რეზიდენს ბათუმი” პრესტიჟული, მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც ასევე ქალაქის პრესტიჟულ ადგილას – ზღვის პირველ ზოლში, ბათუმის ძველ ბულვარში მდებარეობს. მის პანორამულ ხედებსა და სრულ 5-ვარსკვლავიან სერვისებს ისეთი ზონები ავსებს, როგორებიცაა: პარკინგი, აუზი, სპა-ცენტრი, ფიტნეს დარბაზი, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და ბანკები. ეს არის კომპლექსი, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რათა მის მცხოვრებლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. საკუთარი რეზიდენციის ტერიტორიიდან გაუსვლელად თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ისარგებლოთ ნებისმიერი საჭიროებით, რომელზეც მოთხოვნა გაგიჩნდებათ.

საცხოვრებელი კომპლექსი 20-სართულიანია, რეზიდენციები კი ისეა განლაგებული, რომ მობინადრეების პრივატულობა და სიმყუდროვე დაცული იყოს და ყველას თავისი პირადი სივრცე ჰქონდეს. მცხოვრებთა მოთხოვნებს ისიც აკმაყოფილებს, რომ კომპლექსი უსაფრთხოების ყველანაირი ნორმითაა დაცული, რაც მას საერთაშორისო დონის პროექტად აქცევს. გარდა გამოყენებული მასალისა და დაგეგმარებისა, მის უსაფრთხოებას ხაზს ისიც უსვამს, რომ მიუხედავად რეგიონის დაბალი სეისმური საფრთხისა, საცხოვრებელი კომპლექსი 7-ბალიან მიწისძვრას უძლებს. 

გარდა იმისა, რომ „ბელვიუ” თავის მფლობელებს ცხოვრების უმაღლეს ხარისხს ჰპირდება, ამ კომპლექსში შეძენილი რეზიდენცია საუკეთესო ინვესტიციაც შეიძლება გახდეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბელვიუ რეზიდენციების ყოველწლიური კაპიტალიზაცია მინიმუმ 10% შეადგენს. 

„ბელვიუს” რეზიდენციების ინფრასტრუქტურა, კონცეფცია და სრული აღჭურვილობა თამამად ამართლებს ბრენდის მთავარ სლოგანს – „დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის”. 

[R]

Audi ბრენდ NSU-ს 150 წლისთავს გამოფენით აღნიშნავს

ორიგამის ტექნიკით შექმნეს რობოტი, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს