19
Nov
2019

“ბელუქსი – ბრენდი, რომელიც მაღალ ხარისხს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის”

19 Nov 2019

უკვე 22 წელია, რაც ბელგიური ავეჯის სახლი „ბელუქსი“ (Belux) ქართულ ბაზარზე ოპერირებს. „ბელუქსი“ ერთ-ერთი პირველი ავეჯის სახლია საქართველოში, რომელმაც ადგილობრივ ბაზარს ევროპული ხარისხის პროდუქტი შესთავაზა. გახსოვთ მათი პირველი რეკლამა? – ტახტზე ეფექტურად წამოწოლილი ხარი, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში, საზოგადოების განხილვის საგანი იყო. პირველი შოურუმი კომპანიამ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გახსნა. შემდეგ, ეტაპობრივად გააფართოვა მასშტაბები. დღეს კი, თბილისსა და ბათუმში ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. როგორ დაიწყო, განვითარდა და რა სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს? „ბელუქსის“ იმპორტის მენეჯერი, ლელა ფირაშვილი საუბრობს.

M: რამდენი წელია რაც “ბელუქსი” არსებობს? მოიპოვა თუ არა საკმარისი პოპულარობა და თქვენი აზრით, რითია ეს განპირობებული?

“ბელუქსი” უკვე 22 წელია საქართველოს ბაზარზეა. დაარსების პირველივე წლიდან მოიპოვა პოპულარობა, რომელსაც დღესაც წარმატებით ინარჩუნებს. მისი პოპულარობა განპირობებულია ხარისხით, მრავალფეროვანი არჩევანით და საუკეთესო ფასებით.

M: რა პროდუქტის შეძენა შეუძლია მომხმარებელს “ბელუქსში” და რომელი ქვეყნებიდან შემოგაქვთ პროდუქცია?

“ბელუქსი” მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ კომფორტულ სივრცეში შეიძინოს სახლისთვის, ექსტერიერისთვის თუ კომერციული ფართისთვის საჭირო ავეჯი, გარდა ჩაშენებული/ასაწყობი სამზარეულოს კომპლექტისა. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ქვეყნებია: ბელგია, ესპანეთი, პოლონეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდონეზია, ინდოეთი.

M: რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს? თუ გყავთ დიზაინერები, რომლებიც მომხმარებელს სასურველი პროდუქტის არჩევაში ეხმარებიან?

“ბელუქსის” გამოცდილი კონსულტანტები მომხმარებელს სრულ ინფორმაციას აწვდიან პროდუქციის შესახებ, ასევე გვყავს დიზაინერი, რომელიც მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში, ეხმარება ისეთი ავეჯის შერჩევაში, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, და დაეხმარება კომფორტული და დახვეწილი ინტერიერის შექმნაში.

ჩვენ გვაქვს ორი ფილიალი თბილისსა და ბათუმში, სადაც ქალაქის მასშტაბით მიტანის და აწყობის სერვისი, უფასოა, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში ემატება ტრანსპორტირების ღირებულება, მანძილის მიხედვით. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ თიბისისა და კრედო ბანკის უპროცენტო განვადებას.

 

M: რა სიხშირით ანახლებთ პროდუქციას?

“ბელუქსში” პროდუქცია მუდმივად განახლებადია. თვის განმავლობაში, სამჯერ ვიღებთ ახალ კოლექციას. ჩვენ ვესწრებით ავეჯის ყველა მნიშვნელოვან გამოფენას, სადაც ბაზრის მოთხოვნისა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, ვარჩევთ სხვადასხვა პროდუქციას. აი, მაგალითად, ნოემბერში დავესწარით ბრუსელში საერთაშორისო გამოფენას, სადაც კონტრაქტი გავაფორმეთ რამდენიმე ახალ ბელგიურ ბრენდთან და ახალი წლის შემდეგ, მომხმარებელს შევთავაზებთ მათ პროდუქციას, უკვე ჩვენს სალონებში.

M: რა განასხვავებს “ბელუქსს” კონკურენტი კომპანიებისგან?

პირველ რიგში – ხარისხი, “ბელუქსის” ხარისხი უძლებს დროს, ამას, ჩვენი თითოეული მომხმარებელი დაადასტურებს. შემდეგ მრავალფეროვანი არჩევანი და საუკეთესო ფასები. ასევე სიახლეები ავეჯის სფეროში, მოდის ტენდენციები, მუდმივად განახლებადი დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის კოლექციები, რომლითაც ვცდილობთ, მუდმივად გავანებივროთ მომხმარებელი. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მთავარი ღირებულებით – „მაღალი სტანდარტი“.

M: როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?

ჩვენ გვაქვს ორი საფასე სეგმენტი: საშუალო და საშუალოზე მაღალი. გარდა ამისა, მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ აქციებს, სეზონურ და სადღესასწაულო ფასდაკლებებს. გვაქვს აუთლეტ ზონაც, რითაც ჩვენს პროდუქციას ხელმისაწვდომს ვხდით საზოგადოების ნებისმიერი ფენისათვის.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილები და მოთხოვნები, გავამარტივოთ ავეჯის შერჩევისა და შეძენის პროცესი, შევუქმნათ მყუდრო და კომფორტული გარემო და მუდმივად შევთავაზოთ მათ ახალი ტენდენციები ყველაზე საუკეთესო ფასად.

“ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია”

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა