in

ბელუქსმა ვებგვერდი განაახლა

ბელუქსის მომხმარებელს დღეიდან შესაძლებლობა აქვს, სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად, შეიძინოს მისთვის სასურველი ავეჯი.

BOG
BOG

ვებგვერდზე განხორციელდა ცვლილებები, რაც მაქსიმალურ კოფორტს შეუქმნის თითეულ ვიზიტორს.

კერძოდ:

ონლაინ კატალოგი

ონლაინ კატალოგის მთავარი მიზანია, მომხმარებელმა შოურუმში მისვლის გარეშე მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, შესაბამისად გაიმარტივოს შეძენის პროცესიც. ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეუძლია, ისარგებლოს ონლაინ კონსულტაციით.

ამისათვის, დაემატა მარტივი ფილტრაცია – მომხმარებელს შეუძლია, მისთვის მისაღები ფასის ფარგლებში მოძებნოს საჭირო კატეგორიის და ფერის პროდუქცია სასურველ ფილიალში.

ონლაინ კატალოგში წარმოდგენილია ბელუქსის თბილისისა და ბათუმის ფილიალში არსებული კოლექციის თითქმის სრული ასორტიმენტი – რაც მომხმარებელს უმარტივებს პროდუქტის შერჩევას სახლიდან გაუსვლელად.

იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის დისტანციურად მარტივად აღქმადი ყოფილიყო პროდუქციის დიზაინი, ფაქტურა თუ ხარისხი, პროდუქცია წარმოდგენილია შოურუმში დეტალურად გადაღებული ფოტოებით და ასევე, თითოეულ პროდუქტს აქვს აღწერა ზომის, მასალის თუ წარმოების შესახებ.

ონლაინ მაღაზია

მარტივი რეგისტრაციის გავლისა და სასურველი პროდუქტის შერჩევის შემდეგომ, მომხმარებელს საშუალება აქვს, აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი გადახდის საშუალებაც ინვოისით ან ბარათით და პროდუქტი შესყიდვიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღოს მისთვის სასურველ მისამართზე.

განვადება

მომხმარებელს შეუძლია, ადგილზე მიუსვლელად მარტივად მიიღოს სასურველი პროდუქტის ინვოისი და წარადგინოს ბანკში დასამტკიცებლად, ხოლო თანხმობის შემთხვევაში ფილიალში მიუსვლელად შეიძინოს პროდუქტი.

ასევე, ახლახანს ბელუქსის პარტნიორი გახდა პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში – სფეისი. რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე, ვებგვერდზე დაემატება სფეისის QR განვადება, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით, არ გადაიხადონ ზედმეტი და 5 წუთში შეიძინონ სასურველი ნივთი სახლიდან გაუსვლელად.

დისტანციური კონსულტაცია

ინფორმაციის დასაზუსტებლად მომხმარებელს დისტანციურად შეუძლია, გაესაუბროს ონლაინ კონსულტანტს სხვადასხვა არხის საშუალებით (Web-chat, Facebook, Instagram, ცხელი ხაზი). სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, ისარგებლოს დიზაინერული მომსახურებითაც.

 

[R]

სამი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავში ლიდერული ინტელექტის განსაზღვრაში დაგეხმარებათ

დიდი ტრანსფორმაცია! KiwiPost.ge-ს განახლებული სერვისი და პლატფორმა