in

ბელუქსი – ადგილი, სადაც მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომია

ბელგიური ავეჯის სახლი “ბელუქსი” მომხმარებლებს 1997 წლიდან ხარისხიან, ევროპულ პროდუქციას სთავაზობს. სწორედ ამდენივე ხანია, რაც ბელუქსი ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად, ცდილობს, პროდუქტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. საფასო პოლიტიკაზე, ხარისხსა და პროდუქტზე ბელუქსის გენერალურ მენეჯერს, თეონა დოლიძეს გავესაუბრეთ.

BOG
BOG

M: მოგვიყევით ბელუქსის პროდუქტის ხარისხის შესახებ. რით გამოირჩევა მისი პროდუქცია სხვა მსგავსი მაღაზიების პროდუქციისაგან?

მაღალი ხარისხი ბელუქსის, როგორც კომპანიის, მთავარი ღირებულებაა, რომელსაც ის 1997 წლიდან უცვლელად ატარებს. ჩვენი პასუხისმგებლობა და მოხმარებლისადმი ზრუნვა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მათ იმგვარ პროდუქტს ვთავაზობთ, რომელიც დროს უძლებს. 22 წლის გამოცდილება გვეხმარება, ვითანამშრომლოთ მხოლოდ საუკეთესო მომწოდებლებთან.
ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ქვეყნებია: ბელგია, ესპანეთი, პოლონეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდონეზია, ინდოეთი.

თვის განმავლობაში სამჯერ ვიღებთ ახალ კოლექციას, ვესწრებით ყველა მნიშვნელოვან ავეჯის გამოფენას, სადაც ბელუქსის დიზაინერები და იმპორტის მენეჯერები მუდმივად ცდილობენ, გაითვალისწინონ, როგორც მომხმარებლის სურვილები და შეხედულებები, ასევე – თანამედროვე ტენდენციები ავეჯის სამყაროში.

კომპანია მუდმივად აკონტროლებს ექსპორტირებული ავეჯის ხარისხს. თითოეულ პროდუქტს ახლავს ხარისხის და წარმოების სერტიფიკატი.

ასევე, ბელუქსი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ კომფორტულ სივრცეში შეიძინოს ინტერიერისთვის, ექსტერიერისთვის თუ კომერციული ფართისთვის საჭირო ავეჯი ყველაზე მისაღებ ფასად.

M: როგორ შესაბამისობაშია ფასი და ხარისხი ერთმანეთთან? როგორ უზრუნველჰყოფთ ხარისხს ყველაზე მისაღებ ფასად?

ბელუქსის მფლობელობაშია თბილისში და ბათუმში არსებული 20,000 მ.-ზე წარმოდგენილი შოურუმები, რაც თავისთავად ჩვენთვის ნაკლებ ხარჯს განსაზღვრავს. ასევე, არსებულ ბაზარზე ბელუქსი მუშაობს ყველაზე დაბალი მოგებით, რადგან დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი მიზანია, ხარისხი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

M: ზოგადად, როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?

ჩვენ გვაქვს სამი საფასო სეგმენტი: საშუალო, საშუალოზე მაღალი და მაღალი. გარდა ამისა, მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ აქციებს, სეზონურ და სადღესასწაულო ფასდაკლებებს. გვაქვს აუთლეტ ზონაც, რითაც ჩვენს პროდუქციას ხელმისაწვდომს ვხდით საზოგადოების ნებისმიერი ფენისათვის.

ჩვენს ერთგულ მომხმარებელს წინასწარ ვულოცავთ ახალ წელს და ვთავაზობთ 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებას ავეჯისა და აქსესუარების სრულ კოლექციაზე, საჩუქრებს და, რაც მთავარია, ულამაზეს კოლექციებს.

[R]

“8000 მოსავალში” ქართული ყველისა და ღვინის საღამო გაიმართა

PlayGiga – Facebook-მა ესპანური გეიმინგ კომპანია 70 მილიონ ევროდ იყიდა