in

Pepsi-ს ახალ რეკლამაში ბენ სტილერი და სტივ მარტინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

Pepsi-ს ახალ კამპანიაში ლეგენდარული მსახიობების დუეტი შედგა — ბენ სტილერი და სტივ მარტინი სასმლის უშაქრო ვერსიის პოპულარიზაციას ცდილობენ, თუმცა სუპერთასის ქარცეცხლის პარალელურად, მათი დიალოგი ცოტა არ იყს, დაძაბულია.

BOG

ორ მოკლე ვიდეორგოლში ჰოლივუდის საკულტო მსახიობები ჭკუამახვილობითა და მწარე ენით ებრძვიან ერთმანეთს. მაგალითად, პირველ რეკლამაში, მას შემდეგ, რაც სტილერი თავს „მსახიობ ბენ სტილერად“ წარადგენს, მარტინი თვითკმაყოფილი უწოდებს თავს „საუკეთესო მსახიობი სტივ მარტინი“. ამას მოჰყვება როლური დაპირისპირებები… თითქოს, პეპსი არაფერ შუაშია, მაგრამ მათ შორის სკამზე სტრატეგიულადაა მოთავსებული Pepsi Zero Sugar-ის ორი ქილა — ალბათ, ლეგენდარული მსახიობები სწორედ ამ ქილებს განასახიერებენ.

ხოლო მეორე ვიდეორგოლში სტილერი ამბობს: „როგორც მსახიობები, გარკვეულწილად, არასდროს ვწყვეტთ მსახიობობას“. შემდეგ მარტინი: „მაგალითად, ბენი ახლა ისე იქცევა, თითქოს არ ეშინია ჩემ გვერდით დგომის“. საბოლოოდ, ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრ სახეს მიიღებს და ისინი ერთმანეთს სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სახელით მიმართავენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ თვის დასაწყისში Pepsi-მ ახალი სლოგანი წარადგინა Pepsi Zero Sugar-ისთვის: „Zero არასოდეს ყოფილა ასეთი გემრიელი“, რომელიც იქნება ბრენდის Super Bowl კამპანიის მთავარი ელემენტი.

UX-ის მომავალი: 2023 წელს და მის შემდგომ

Apple-მა აიფონით გადაღებული ბოლივუდური ფილმი გამოუშვა