in

BENADDICT – ექსკლუზიური სადაზღვევო პაკეტი ბენეფიტსისგან

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. „BENADDICT” – ექსკლუზიური პაკეტია, რომელიც სპეციალურად ბენეფიტსის ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევის მფლობელებისთვის შეიქმნა და მათ საშუალებას აძლევს, ისარგებლონ განსაკუთრებული ფასდაკლებებით ქონებისა და ავტომობილის დაზღვევაზე.

როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებელს, რომელიც „ბენეფიტსის“ ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას ფლობს, ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლონ „Benaddict”-ის ექსკლუზიური პაკეტით:  20%-იანი ფასდაკლებით და 0%-იანი ფრანშიზით ავტომობილის დაზღვევაზე, ხოლო ქონების დაზღვევაზე 10%-იანი ფასდაკლებით.

ბენეფიტსის ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევის უნიკალური პროდუქტი რამდენიმე წელია დიდი ბრიტანეთის გამოცემა Global Banking & Finance Review-ს მიერ დასახელებულია საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტად საქართველოში. მიღწეული წარმატება კომპანიის პოლიტიკის შედეგია, რაც გულისხმობს საქართველოში საუკეთესო სადაზღვევო სერვისით მომსახურებას.

ექსკლუზიური პაკეტის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის იდეალურად მორგებული პროდუქტების შეთავაზებაა, სწორედ ამიტომ შეიქმნა პაკეტი, რომელიც ყველა ძირითად რისკს ითვალისწინებს და ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად ორ მნიშვნელოვან სადაზღვევო პროდუქტს იდეალური პირობებით აერთიანებს, კერძოდ: ბენეფიტსის ავტომობილის დაზღვევა მრავალფეროვანი და გამორჩეული პროდუქტია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თავად განსაზღვროს სასურველი პირობები და აირჩიოს შესაბამისი პოლისი, ასევე ისარგებლოს დამატებითი ბენეფიტებით, როგორებიცაა ფასდაკლებები საწვავზე, ავტოსამრეცხაოებში და სხვადასხვა სერვისზე.

ბენეფიტსის ქონების დაზღვევა, რომელიც თვეში 12 ლარიდანაა ხელმისაწვდომი, მომხმარებელს ეხმარება, თავიდან აირიდოს ქონებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები. თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ როგორც საკუთრებაში არსებული, ასევე იჯარით გაცემული ქონება: ბინა, საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავეჯი, ტექნიკა – შემდეგი რისკებისგან: სტიქიური მოვლენები, წყალგაყვანილობის, მეზობლის ფართიდან ჩამოსული წყალი, გაქირავებული ქონების დაზიანება და სხვა.

ბენეფიტსი აგრძელებს ხარისხისა და სერვისების უმაღლესი სტანდარტების დანერგვას თითოეული სადაზღვევო პროდუქტის მიმართულებით და მომავალშიც ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

+995 322 50 00 01; *5001; [email protected]

[R]

AI-ს წინააღმდეგ შედგენილ წერილს 200 ცნობილი მუსიკოსი აწერს ხელს!

Open Bionics-მა 3D ბეჭდვის ტექნიკით თითების პროთეზი შექმნა