ღონისძიების მიზანია, წარმატებულმა ბიზნეს ლიდერებმა გაუზიარონ აუდიტორიას პრაქტიკული იდეები და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს შექმნას სარგებელი არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სოციალური, ეკოლოგიური და კორპორაციული თვალსაზრისით.
Benefit Talks აერთიანებს მსჯელობას მდგრადი განვითარების სტრატეგიებზე, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და იმ პრინციპებზე, რომლებიც აუცილებელია როგორც ორგანიზაციული, ისე პირადი განვითარებისათვის.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ჟურნალ Benefit-ის ზაფხულის გამოცემის პრეზენტაცია.
Benefit წარმოადგენს „ბენე ექსკლუზივის“ ლიმიტირებულ ბიზნეს გამოცემას, რომელიც თავსდება კომპანიის ავტოპარკში – მათ შორის პრემიუმ-კლასის ავტომობილებში, აეროპორტის Fly-Taxi-ში, პარტნიორ სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვადასხვა პრემიუმ სივრცეში.
Benefit არის ბიზნეს ჟურნალი, რომელიც მკითხველს სთავაზობს უახლეს ინფორმაციას ბიზნესის, მოდის, პრემიუმ სასტუმროების, გასტრონომიისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროებზე. ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, ჟურნალის ციფრული ფორმატიც განვითარდა და Benefit – ის სახელობის ვიდეო გადაცემის მეშვეობით ფართო აუდიტორიას საინტერესო კომპანიებზე და პროექტებზე ვუყვებით.
მრავალმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებად გაჩნდა იდეა – შექმნილიყო სივრცე, სადაც ადგილობრივი წამყვანი კომპანიები შეძლებდნენ შეხვედრას და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას. ასე დაიბადა Benefit Talks – ნეთვორქინგ ღონისძიებების სერია, სადაც ბიზნესი ყვება იმ სარგებელზე, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ქმნის.
Benefit Talks აერთიანებს იმ პროფესიონალებს, ვინც ბიზნესს არ უყურებს მხოლოდ საკუთარი სარგებლის პრიზმიდან. ჩვენი პლათფორმა ეთმობა მათ, ვინც ქმნის სისტემურ ცვლილებებს როგორც ბიზნესის, ასევე სოციალურ დონეზე. სცენაზე ვიხილავთ ლიდერებს, რომლებიც ავითარებენ ინოვაციურ პროექტებს, ქმნიან კორპორაციულ ღირებულებებს, ზრუნავენ თანასწორობაზე, გამჭირვალობაზე, გარემოსა თუ ეკოლოგიაზე. ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა დავინახოთ, როგორ იქმნება შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი – ისეთი, რომელიც ქმნის სარგებელს, ტოვებს კვალს და იმსახურებს ნდობას.
სპიკერები:
⦿ ნინო ჯიბლაძე – ვიცე-პრეზიდენტი, Gulf
⦿ მარიამ ჭანტურია – მარკეტინგისა და კომუნიკაციების ლიდი, Mastercard (საქართველო და სომხეთი)
⦿ ნათია ჩიტაია – მმართველი დირექტორი, Tbilisi Outlet Village
⦿ კონსტანტინ სულამანიძე – ხელმძღვანელი და პლასტიკური ქირურგი, Total Charm
ღონისძიების განრიგი:
19:00 – გახსნა და სტუმრების მიღება
20:00 – Benefit Magazine-ის ზაფხულის ნომრის პრეზენტაცია
20:30 – Benefit Talks – გამოცდილების, ინსპირაციისა და რეალური მაგალითების გაზიარების პლატფორმა
22:00 – After-party with Giio Sounds & Tornike Robakidze
დრო: 19:00
ადგილმდებარეობა: სასტუმრო „აფიშა“ Bubble Bar
დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით.
ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან:
Bene Exclusive, Gulf, Mastercard, Outlet Village, Smart House, Total Charm, Kärcher, Garden Hills, Alliance, VR Holding.
[R]