„ჩვენ დიდხანს ვფიქრობდით, რომ BENE Group-ის საქმიანობისთვის რაღაც მიმართულება დაგვემატებინა და ლოგიკურ გაგრძელებად, ბაზრის შესწავლის შემდეგ, მივიჩნიეთ ადამიანების ლოჯისტიკა, რაც ძალიან პრობლემატური აღმოჩნდა საქართველოში. საჩივრების მხრივ, დიდი წილი ტურისტულ სააგენტოებზე მოდიოდა. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში არ არსებობდა კომპანია, რომელიც ტურისტს სათანადოდ დახვდებოდა და ხარისხიან სატრანსპორტო მომსახურებას გაუწევდა“, – გიორგი გოგლიძე, „ბენე ჯგუფის“ დირექტორი.
„ბენე ჯგუფი“ არის სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც ტვირთების სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებით იყო დაკავებული, თუმცა განვითარების შემდეგ საფეხურზე გადავიდა და ბაზარს მაღალი კლასის გადაადგილების სერვისი – Bene Exclusive-იც შესთავაზა. კომპანიის ავტოპარკი დაკომპლექტებულია „მერსედეს ბენცისა“ და „თეგეტა მოტორსთან “თანამშრომლობით, „ტოიოტას“ ფირმის 2018 წლის ავტომობილებით. Bene Exclusive ემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებსა და სამთავრობო სექტორს.
კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალებზე მარკეტერის შეკითხვებს გიორგი გოგლიძემ უპასუხა:
M: როგორ მიხვედით Bene Exclusive-ის შექმნის გადაწყვეტილებამდე? რაზე დაყრდნობით შეარჩიეთ მომსახურების ფორმა და ხასიათი?
ბაზრის კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვეძლო, ტრანსპორტის მომსახურების მიმართულებით, აგვერჩია 2 გზა: უკვე არსებული, რომელიც გულისხმობდა, 2010 წლის და უფრო ძველი, გაუმართავი ავტომობილებით, დაბალი ფასის სეგმენტზე ორიენტირებას, ან ახალი ტრანსპორტით, პრემიუმ სეგმენტისთვის მომსახურების გაწევას. ვნახეთ, რომ ბაზარზე მსგავსი კომპანია არ არსებობდა, რომელიც სატრანსპორტო მომსახურებას ავტომობილების უახლესი მოდელებით უზრუნველყოფდა, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ჩვენ აგვეღო ეს პასუხისმგებლობა.M: „მერსედეს ბენცისა“ და „ტოიოტას“ რა მოდელებს ფლობს კომპანია?
გვყავს, როგორც სედანი: Mercedes Benz S45 Long AMG, Mercedes Benz E250 AMG, ასევე, მინივენი – Mercedes Benz V220 Long, „ტოიოტას“ ჯიპი Toyota Land Cruiser 200, ვერტმფრენი – Eurocopter AS350-B3, 16 კაციანი სპრინტერი – Mercedes Benz Sprinter 515 CDI და ავტობუსი – Mercedes Benz Intouro – ანუ, ნებისმიერი ტიპის გადაადგილებისთვის გვყავს შესაბამისი მოდელები.M: კონკრეტულად, რა ბენეფიტებზე შეიძლება საუბარი, როცა მომხმარებელი ირჩევს Bene Exclusive-ის მომსახურებას?
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების 2018 წლის მოდელები გვყავს, ჩვენ აქცენტს მაინც მომსახურებაზე ვაკეთებთ. მერსედესი თავის სათქმელს ისედაც ამბობს. ჩვენი პრეროგატივაა, რომ ავტომობილში იყოს კომფორტი – ცივი წყალი, ხელსაწმენდი, არ იყოს თამბაქოს სუნი (ჩვენს ავტომობილებში მოწევა არ შეიძლება). გარდა ამისა, Bene Exclusive-ში თითოეულ მძღოლს პროტოკოლი აქვს გავლილი და იცის, როგორ მოიქცეს, თუნდაც, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან. არ ექმნებათ ენობრივი ბარიერები, იციან: ინგლისური, რუსული. თუმცა, შეგვიძლია, სურვილის შემთხვევაში, თურქული თუ სხვა ენის მცოდნე მძღოლის მომსახურებაც შემოგთავაზოთ. განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოებას და ჩვენთან მგზავრობის დამატებითი ბენეფიტია ის, რომ „ბენე ექსკლუზივის” ყველა მგზავრი, ბარგი და ავტომობილი დაზღვეულია.M: რაც შეეხება 10 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებას…
10 აგვისტოს, ბათუმში, „სექტორ 26-ში“, იქნება „მერსედეს ბენცის“ ოფიციალური, საინფორმაციო ტიპის ღონისძიება, სადაც ჩვენს ავტოპარკსა და სერვისებს წარვადგენთ. ღონისძიებებას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება, ვაპირებთ, პერიოდულად, სხვადასხვა თემატიკის შეხვედრებს ვუმასპინძლოთ მერსედესთან ერთად.M: რა გეგმები აქვს Bene Exclusive-ს? რა გაფერხებთ, ამჟამად და რა მიმართულებით ისურვებდით განვითარებას?
ძალიან დიდი პრობლემა არის ავტობუსების მხრივ – გაუმართავი ავტობუსების სამშობლო გახდა საქართველო და ჩვენც, შესაბამისად, ამაზე ვაპირებთ აქცენტის გაკეთებას. გვინდა, რომ ჯამში, 10 ახალი ავტობუსი გვქონდეს, რაც ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება. ამჟამინდელი გამოწვევა არის ის, რომ ბაზარი გავაპატიოსნოთ და ასევე, ხალხი მივაჩვიოთ გამართული ავტომობილებით მგზავრობას, რადგან გარდა კომფორტისა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხო მგზავრობაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი.