in

ბენე ექსკლუზივი ბათუმში მერსედეს-ბენცის ყოველწლიურ ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას

კომპანია „ბენე ექსკლუზივი“ წელს, 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში სასტუმრო შერატონში „მერსედეს-ბენცის“ ყოველწლიურ ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

„ბენე ექსკლუზივი“ არის „მერსედეს-ბენცი საქართველო“  და კომპანია „დაიმლერის“ ოფიციალური პარტნიორი რეგიონში.

ღონისძიება გაიმართება შერატონ ბათუმის აუზის ტერიტორიაზე, 17 აგვისტოს 20:00 საათიდან. მუსიკალურ ნაწილზე Gadjo, Chinau, meANDyou aka Endorphins b2b Jino Dollini და Bessarionn იზრუნებენ.

წლევანდელი ნეთვორქინგ ღონისძიება დახურული ფორმატის იქნება და დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება. მასზე მოწვეული იქნებიან საქართველოში წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

დაგეგმილია კომპანია ბენე ექსკლუზივის ახალი პროექტის პრეზენტაცია – ეს არის BENEFIT – Ბენეს “Lifestyle” ჟურნალი, რომელიც განთავსდება კომპანიის ყველა ავტომობილში. როგორც ცნობილია, Bene Exclusive-ის ავტოპარკში არის 200-ზე მეტი ავტომობილი, ასევე კომპანიის საკუთრებაშია თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური ტაქსები. ჟურნალი, ასევე, განთავსდება ყველა ისეთ პარტნიორ სივრცეში, როგორებიცაა 4-5-ვარსკვლავიანი სასტუმროები საქართველოს მასშტაბით და სხვა პრემიუმ ლოკაციები.

ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიები არიან:  Mercedes-Benz Georgia, Sheraton Batumi, Aldagi, Wissol, New Group, BOG, Tbilisi Hills, Bene Group, Kairos, Nexia, Wine Gardens Winery, Karcher, Lutecia, Silkway Georgia, Translive, Entrepreneur, Retain, Salotti, GT Group, Buetea, Favorite.

[R]

Nike-მა, კობი და ჯიჯი ბრაიანტების პატივსაცემად, სპორტული ფეხსაცმელები გამოუშვა

რას სთავაზობს Wyndham Grand Residences Tbilisi ინვესტორებს?