in

„ბენე ექსკლუზივის” სიახლეები – ახალი რეკლამა, ღონისძიებათა სერია და ჟურნალი

ყოველი წარმატების ისტორიის უკან დგას ოცნება, რომლის ასასრულებლადაც ვიბრძვით და, საბოლოოდ, ვაღწევთ იმას, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. ეს არის მოგზაურობა, რომელიც გვზრდის და გვაქცევს ლიდერებად. ამ მოცემულობას კარგად გამოხატავს ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც „ბენე ექსკლუზივმა” რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

ბენე ექსკლუზივი ასევე აანონსებს ღონისძიებების სერიას, რომელთაგან ერთ-ერთი 28 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო rooms-ში გაიმართება. ეს ღონისძიება fuck up nights-ის ფარგლებში ტარდება და კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი გოგლიძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ის მოჰყვება იმ გზის შესახებ, რომელიც მან გაიარა წარმატების მისაღწევად, სირთულეებზე, რომლებსაც ყოველთვის მოსდევს გამარჯვება.

გარდა ამისა, ბრენდი საზოგადოებას კიდევ ერთ პროდუქტს აცნობს, ჟურნალი BENEFIT, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ავტომობილში. ეს მოიცავს როგორც პრემიუმ ხაზს, ისე აეროპორტის ოფიციალურ ტაქსებს – Fly Taxi. ჟურნალი ასევე შეგხვდებათ კომპანიის პარტნიორ სასტუმროებსა და სხვადასხვა პრემიუმ სივრცეებში, სადაც გაეცნობით საინტერესო სიახლეებს ბიზნეს სამყაროს შესახებ და აღმოაჩენთ ყველაზე განსხვავებულ და ექსკლუზიურ ლოკაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

[R]

სითიქომი – სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცე

Veli.store ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია