in

ახალი ვიზუალური იდენტობით Benefit წარბის ფიქსატორის მიღმა არსებულ ბრენდს გვაცნობს

ტყუპი დების ჯინ და ჯეინ ფორდების მიერ 1976 წელს დაფუძნებული ბრენდი Benefit ყოველთვის არღვევდა სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ სტატუს-კვოს. თავდაპირველად The Face Place ეწოდებოდა, თუმცა, 1990 წელს, ანუ მანამ, სანამ LVMH შეიძენდა, სახელი შეუცვალეს. ასეა თუ ისე, ბრენდის ღირებულება წელს, სავარაუდოდ, 677 მილიონ დოლარს მიაღწევს. მართალია, ყველაზე მეტად წარბისთვის განკუთვნილი პროდუქტებითაა ცნობილი და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გვხვდება, მაგრამ მწვავე კონკურენციაშია ჩაბმული ბრენდებთან დაწყებული e.l.f-იდან Glossier-ამდე… 

BOG
BOG

ამასობაში კი, გააცნობიერეს, რომ ბესტსელერი პროდუქტების მიღმა ბრენდს არავინ იცნობს, ამიტომაც მსოფლიოს მასშტაბით Benefit-ის ცნობადობის ამაღლება დაისახეს მიზნად. შედეგად, Ignite Joy ბრენდის ახალ მიზანს წარმოადგენს, რომელიც ფესვგადგმულია რწმენაში, რომ სილამაზე ადამიანებს კარგ განწყობაზე აყენებს და არა, პირიქით.

ამ იდეით ინსპირაცია Memphis Group-იდან მიიღეს — ლეგენდარული 1980-იანი წლების იტალიური ჯგუფია, რომელიც ფერადი დიზაინებით გამოირჩევა და ახლა Benefit-ის არსებულ ვიზუალურ იდენტობასაც აცოცხლებს. 

უნდა ითქვას, რომ ფრთხილი ბალანსია დაცული, ერთი მხრივ, ბრენდის რეპუტაციის წარმოსაჩენად, რაც პროდუქტებში ინოვაციურობას მოიაზრებს და, მეორე მხრივ, მეტად მხიარული პერსონალობის საჩვენებლად. ამგვარად, ახალი ბრენდინგი უფრო დინამიკურ ლოგოს გვაცნობს და აქვე ვხედავთ ბრენდის ახალ ვარდისფერსაც.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, The Face Place-ის წარმომავლობითა და ბრენდის ტყუპი დამფუძნებლების შთაგონებით ახალი გრაფიკული ენაც წარადგინეს — მოიცავს ფორმებს, რომლებიც ლოყების, თვალების, წარბებისა და ტუჩების იდენტურ წყვილს გვთავაზობს:

ბრენდის ხმაც შეიცვალა: Fun-Loving Beauty Genius-ად პოზიციონირდნენ, ბრენდად, რომელიც მომხმარებლებს დიდი ხნის ნაცნობივით ესაუბრება და ენთუზიაზმით უზიარებს არსებულ ცოდნას. მოკლედ, სურთ, ყველა შეხების წერტილში იგრძნობოდეს ბედნიერება, დაწყებული კამპანიებით, გაგრძელებული ონლაინ გამოცდილებებითა და დამთავრებული შეფუთვის დიზაინით.

Benefit-ის ახალ ვიზუალურ იდენტობაზე Wolff Olins-ის სააგენტომ იმუშავა. 

როგორ აგვარებენ ცვლილებების ლიდერები პრობლემებს

5 უნარი, რომელიც საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე გამოგადგება