in

„ბენე ექსკლუზივის” ორგანიზებით, 30 იანვარს „სტამბას რუფტოპი” Benefit Talks-ის დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს

Benefit Talks-ის ღონისძიება „ბენე ექსკლუზივის” ორგანიზებით 30 იანვარს რიგით მეორედ, სტამბას რუფტოპზე გაიმართება.

ღონისძიების მიზანია, წარმატებულმა ბიზნესლიდერებმა გაუზიარონ აუდიტორიას პრაქტიკული იდეები და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს შექმნას სარგებელი, არა მხოლოდ, ფინანსური, არამედ სოციალური, ეკოლოგიური და კორპორაციული თვალსაზრისით.

პლატფორმა სოციალურად პასუხისმგებლობიანი ბიზნესების გაერთიანების იდეით შეიქმნა, ვინაიდან სწრაფად მზარდ ბიზნესგარემოში, სადაც მდგრადობა და პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესსტრატეგიების განუყოფელ ნაწილად იქცა, მხოლოდ ფინანსური სარგებელი აღარ არის პრიორიტეტი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Benefit Talk-ის ღონისძიებას 450-ამდე ადამიანი ესწრებოდა და იგი რამდენიმე თემას აერთიანებდა. სპიკერებმა ნინო ჯიბლაძემ (Gulf Georgia); მარიამ ჭანტურიამ (Mastercard); ნათია ჩიტაიამ (Tbilisi Outlet Village) და კონსტანტინ სულამანიძემ (Total Charm) აუდიტორიას გაუზიარეს ინოვაციური პროექტები, გადაწყვეტილებები და საინტერესო გამოცდილებები, რამაც შეცვალა ბიზნესგარემო.

Benefit Talks-ის 2026 წლის პირველ ღონისძებაზე კი გაიმართება Benefit Magazine-ის ზამთრის ნომრის პრეზენტაცია. Benefit Talks-ის პლატფორმის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს გამოცდილებას და რეალურ მაგალითებს გაუზიარებენ საშა კაცმანი, სალომე სულაბერიძე და სტუდიო 9. ასევე, პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, გაიმართება გათამაშება და After-party.

ღონისძიების დეტალებზე პროექტის ხელმძღვანელს, ანა სულაბერიძეს ვესაუბრეთ:

„როცა ამ პლატფორმის იდეა გაგვიჩნდა გვჯეროდა,რომ მსგავსი ინიციატივით შეგვეძლო მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიციირება და პირველ რიგში ეს იყო სწორედ სცენის დათმობა იმ ადამიანებისთვის, იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც სოციალურ თუ ეკოლოგიურ დონეზე ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ბიზნესგარემოს განვითარებაში. შესაძლოა, ყოველდღიურობაში ისინი არ საუბრობდნენ ამ სარგებელზე, თუმცა ამ ყველაფრის გაერთიანება და გამოცდილებების გაზიარება, გვჯერა, რომ ნამდვილად მოგვცემს შესაძლებლობას, საუკეთესო პრაქტიკები დავნერგოთ. ღონისძიების ფორმატით მეორედ წარვდგებით პარტნიორების წინაშე, თუმცა აღსანიშნავია, რომ Networking Georgia-ს ფარგლებში, მასშტაბებიდან გამომდინარე, Benefit Talk პოდკასტის ფორმატში წარიმართა. ამავდროულად, სულ ახლახან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დავამატეთ რუბრიკა „ბენეფიტი“. ის ყოველკვირეულად გაგაცნობთ სიახლეებს კომპანიებისა თუ ადამიანების შესახებ, რომლებიც ავითარებენ ინოვაციურ პროექტებს და ქმნიან კორპორაციულ ღირებულებებს”.

შეგახსენებთ, რომ Benefit Talk უკვე მეორედ ჩატარდება ღონისძიების ფორმატში კომპანია ბენე ესკლუზივის ორგანიზებით, რომლის მხარდამჭერი კომპანიებიც არიან: Bene Group,Kairos Logistics,Byniamin,Studio 9,Mastercard,Business Partner, Bene Comfort,Enguri Attractions, Kacmanis Podcast.

[პარტნიორის კონტენტი]

Pantone-მა დამწყები დიზაინერებისთვის ფერთა ბიუჯეტური გზამკვლევი გამოუშვა

Global Finance: მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი საუკეთესოა საქართველოში