in

„ბენეფიტსი“ უცხოეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს სამოგზაურო დაზღვევას სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ბევრი ჩვენი მოქალაქე იძულებული გახდა, დარჩენილიყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყველა ის მოქალაქე, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და ამ ეტაპზე ვეღარ სარგებლობს სამოგზაურო დაზღვევით, სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ 1 თვიანი სადაზღვევო პოლისით ისარგებლებს. აღნიშნული პოლისები მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ.

სამოგზაურო დაზღვევის პოლისი ითვალისწინებს ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდის მანძილზე, დადგენილი გეოგრაფიული არეალის ფარგლებში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების დაფარვას.

„მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, შეგახსენებთ, რომ „ბენეფიტსი“ კვლავ აგრძელებს დისტანციურად მომხმარებელთა შეუფერხებელ მომსახურებას. ამავდროულად, მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ რთულ ვითარებაში ჩვენი მოქალაქეების გვერდით და სახელმწიფოსთან ერთად, გარკვეული წვლილი შევიტანოთ აღნიშნული გამოწვევის დროულ დამარცხებაში. ჩვენთვის, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის უპირველესი ღირებულებაა ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება და მათზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად“, – აცხადებს ნინა კობახიძე.

აღნიშნული პოლისი ასევე ითვალისწინებს ნებისმიერი სამედიცინო ჩივილის დროს პირად ექიმთან „ონლაინ“ კონსულტაციას. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო კონსულტაცია ასევე გულისხმობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების მიხედვით შექმნილ COVID 19 ტრიაჟის ჩატარებას.

„ერთობლივი ძალისხმევით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით, გვჯერა, რომ მალე დავძლევთ აღნიშნულ გამოწვევას და  დავუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს.

დეტალებისთვის დაუკავშირდით სადაზღვევო კომპანია ბენეფიტსის სამედიცინო ასისტანსს :0322 500 001 +995 557 50 00 02 ,რომელიც იმუშავებს სტანდარტულ რეჟიმში 24/7 ან მოგვწერეთ: [email protected]“.

[R]

ვინ და როგორ მიიღებს კომპენსაციებს და საგადასახადო შეღავათებს?!

როგორ გავყიდოთ ონლაინ კურსი?