in

„ბენეფიტსმა“ Global Banking & Finance Awards 2021-ის 4 ნომინაციაში გაიმარჯვა

გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ საერთაშორისო დაჯილდოება Global Banking & Finance Awards-ის 4 ნომინაციაში გაიმარჯვა. როგორც სადაზღვევო კომპანიის გენერალური დირექტორი კახა ამაღლობელი ამბობს, ჟიურისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ნომინანტების ინოვაციურობას და განვითარების სტრატეგიას ჰქონდა, ამ მხრივ კი „ბენეფიტსი“ ნამდვილად გამოირჩევა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ცვალებად მსოფლიოში, მაქსიმალურად სწრაფად ვადაპტირდეთ და მომხმარებლებს ზუსტად ის ინოვაციური და ახალი პროდუქტები, სერვისები თუ მიდგომები შევთავაზოთ, რაც მათ სჭირდებათ.

Global Banking & Finance Awards პრესტიჟული დაჯილდოებაა, რომელიც ამავე სახელწოდების ბრიტანულმა გამომცემლობამ, 2011 წელს დააარსა. მას შემდეგ, ჯილდოები, ყოველწლიურად,  გადაეცემათ მსოფლიო ფინანსურ და მომიჯნავე სექტორებში მოღვაწე მოწინავე კომპანიებს. როგორც წესი, მასში საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია მონაწილეობს და შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია.

ჟიურის გადაწყვეტილებით, წელს, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ გაიმარჯვა ნომინაციებში:

  • „2021 წლის სადაზღვევო ბრენდი საქართველოში“
  • „მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ბედნიერების სადაზღვევო სერვისი საქართველოში“
  • „ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პროდუქტი საქართველოში, 2021 წელს (Global Protector-ის სადაზღვევო სერვისი)“
  • „სოციალური მედიის საუკეთესო ჩართულობა სადაზღვევო კომპანიისთვის საქართველოში, 2021 წელს“

კახა ამაღლობელი: შესარჩევი პროცესი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც მოიცავდა როგორც ინტერვიუებს, ისე ჩვენი კომპანიის მუშაობის სპეციფიკის შესწავლას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესი იყო ჩვენთვის. ძირითადი კრიტერიუმები, რასაც ჟიური ითვალისწინებს არის კომპანიის ხედვა, განვითარების გზა, ახალ რეალობაში ადაპტირების სისწრაფე და ხარისხი, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს.

რას ნიშნავს ეს ჯილდოები თქვენი კომპანიისთვის? 

ძალიან მოხარულები ვართ, რომ პირველად გავიმარჯვეთ ამ პრესტიჟული დაჯილდოებაზე და თანაც – 4 ნომინაციაში. ეს ემსახურება როგორც „ბენეფიტსის“ მიღწევების აღიარებას ბოლო წლებში, ისე მისი მომსახურების მაღალ  ხარისხს. ჩვენი აქტიური უკუკავშირი დაზღვეულებთან, მუდმივი სწრაფვა პროდუქტებისა თუ ხარისხის გაუმჯობესებისკენ აძლიერებს კომპანიას და კორპორაციულ სეგმენტში, ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულს ხდის.

ეს წარმატება, რა თქმა უნდა, დიდი აღიარებაა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მიმართ, კიდევ უფრო დიდი სტიმული და დაფასება იმ დიდი შრომისა, რასაც თითოეულ დაზღვეულთან ურთიერთობაში ვდებთ.

ერთ-ერთი ჯილდო მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ბედნიერების კატეგორიაში მიიღეთ. რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს „ბენეფიტს ჯორჯია“ მომხმარებლებს, მათ სურვილებს, საჭიროებებსა და საბოლოო ჯამში, კმაყოფილებას?

ჩვენი გადმოსახედიდან, ადამიანისათვის დაზღვევა გაიგივებულია სიმშვიდესთან. ჯანმრთელობის დაზღვევა იქნება ეს, ავტო თუ ბიზნესის – ვცდილობთ, მომხმარებელს საფიქრალი ოდნავ შევუმციროთ. ამისათვის აუცილებელია, კომპანიამ ოპერატიულობა, მაღალი ხარისხის მომსახურება და ინდივიდუალური მიდგომების პრინციპი გამოიჩინოს.

„გლობალ ბენეფიტს“ ჯორჯიას შექმნის დღიდან, კომპანიას ამოძრავებს 5 მთავარი კანონი, რომლებიც საბოლოო ჯამში, ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას. ჩვენთან შეძენილი ნებისმიერი პოლისი მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გვაქვს მხოლოდ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პაკეტები და მომხმარებელი ყოველთვის იღებს იმ პროდუქტს, რომელიც მას ნამდვილად სჭირდება. მომხმარებლის რისკების სწორი მართვა და ინოვაცია კი ამ პროცესების განუყრელი ნაწილია.

მომხმარებლისთვის, „ბენეფიტსთან“ ურთიერთობა, მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი რომ იყოს, შევქმენით პერსონალური სერვის მენეჯერების კონცეფცია, რაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს სადაზღვევოში. თითოეულ დაზღვეულს ჰყავს სამედიცინო განათლების მქონე პირადი სერვის მენეჯერი, რომელმაც იცის მომხმარებლის სამედიცინო ანამნეზი, პოლისი. პირდაპირ, მობილური ტელეფონის ან „ვაიბერის“ საშუალებით, მომხმარებელი ნებისმიერ დროს უკავშირდება პირად მენეჯერს და იღებს ნებისმიერ კითხვაზე პასუხს. პირად მენეჯერს შეუძლია მომხმარებლის დაკვალიანება, ექიმის პოვნაში და ვიზიტის დაჯავშნაში დახმარება, მიმართვის მომზადება, ანაზღაურების პროცესის ძალიან მარტივად მართვა.

ზუსტად ასეთი ინდივიდუალური მიდგომების საფუძველზე, „ბენეფიტსი“ მაქსიმალური კომფორტს უქმნის მომხმარებელს და აღნიშნული ჯილდოთი ამას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

კიდევ ერთი ნომინაცია სადაზღვევო პროდუქტებსა და ზოგადად, დაზღვევის პოლიტიკაზეა. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიისთვის სადაზღვევო პროდუქტების განვითარება – დახვეწა, ბაზარზე კონკურენტული პაკეტების შეთავაზება მომხმარებლისთვის?

„ბენეფიტსში“ მუდმივად ვაგრძელებთ ხარისხისა და სერვისების უმაღლესი სტანდარტების დანერგვას როგორც ჯანმრთელობის, ისე – ბიზნეს და ავტო დაზღვევის სფეროში.

ჩვენმა ერთ-ერთმა ინოვაციურმა დაზღვევამ Global Protector ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პროდუქტის ჯილდო მიიღო. ეს არის საქართველოსთვის უნიკალური პროდუქტი და ფარავს მკურნალობის ხარჯებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ლიცენზირებულ კლინიკებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალი ინოვაციური პროდუქტი იღებს ჯილდოს და აღიარებას. ეს ის სტიმულია, რაც მომავალშიც გვიბიძგებს, მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ, გავაგრძელოთ განვითარება და ჩვენი მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზება.

სამომავლო გეგმებზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

უკვე ვმუშაობთ რამდენიმე ინოვაციურ პროექტზე, რომლებიც ძალიან საჭირო და დროულია საქართველოს სადაზღვევო სფეროში. აქედან გამომდინარე, მალე, ახალ პროდუქტებს, აქციებს და საინტერესო სიახლეებს გაგაცნობთ.

 

[R]

Minecraft-ში ცენზურისგან თავისუფალი ონლაინ ბიბლიოთეკა მოეწყო

რჩევები სტარტაპერებს “Silicon Valley“-ს ინვესტორებისგან