in

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი’’ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის” ოფიციალური მზღვეველია!

წელს საქართველო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც 9 თებერვლიდან აიღებს სტარტს და 16 თებერვლამდე გაგრძელდება. ოლიმპიადა ზამთრის სპორტის 8 სახეობაში გაიმართება და სპორტულ ღონისძიებებს ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებენ, სპეციალურად ფესტივალისთვის მოწყობილი, თანამედროვე სპორტული ინფრასქტრუქტურით.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 33-წლიანი ისტორია აქვს. სხვადასხვა დროს ამ ფესტივალს მასპინძლობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ნორვეგია, იაპონია, იტალია და კანადა. წელს საქართველო პირველად იქნება მისი მასპინძელი და გახდება ევროპაში მე-8 ქვეყანა, რომელსაც ჩატარებული ექნება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის აზალგაზრდული ოლიპიური ფესტივალები.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეწვევა 2000-ზე მეტი სტუმარი და 900-ზე მეტი სპორტსმენი 45 ქვეყნიდან. მასში 750-ზე მეტი მოხალისე იქნება ჩართული.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში ზამთრის ტურიზმისა და ზამთრის სპორტული სახეობების განვითარებაში.

ბენეფიტსი” სრულად უზრუნველყოფს ფესტივალში მონაწილე ათლეტების, დელეგატებისა და სტაფის წევრების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევას. ასევე, ბენეფიტსი აზღვევს  ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის პასუხისმგებლობას სპორტსმენების, დელეგაციისა და სტაფის წევრების მიმართ.

სადაზღვევო კომპანია ბენეფიტსი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისაკენ მიმართულ აქტივობებს. კომპანია 4 წელზე მეტია ექსკლუზიური, სპეციალურად სპორტსმენების საჭიროებებზე მორგებული პირობებით ემსახურება საქართველოს სარაგბო კავშირს, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულია როგორც საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების, ისე საქართველოს მასშტაბით არსებული ახალგაზრდული სარაგბო კლუბების წევრთა ჯანმრთელობა.

[პარტნიორის კონტენტი]

Apple-ის ახალი აპლიკაციით მოსაწვევებს შექმნით

500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო