წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც შეგრძნებები, როგორც აბსტრაქტული საგნები, მატერიალიზდა. გიფიქრიათ, როგორ მოეპყრობოდით მათ? რამდენჯერ გიცდიათ გონებაში უარყოფოთი შეგრძნებების დამსხვრევა? ნეგატივის საბოლოო განადგურება და ახალ საფეხურზე გადასვლა – პერფორმანსის მთავარი იდეაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამთვალიერებელი თავად ხდება გამოფენის ნაწილი.. სწორედ იმ გამოფენის, რომელზეც ყველაფერი უარყოფითი უნდა დაიმსხვრეს..
გამოფენა, რომელზეც დამთვალიერებლები ნეგატივს “დაამსხვრევენ”
