in

Benefits და „ლეწე“ თანამშრომლობას იწყებენ

სადაზღვევო კომპანია Benefits და სივრცე ლეწე თანამშრომლობას იწყებენ. ის, ვინც „ბენეფიტსის“ ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს ან ისარგებლებს, სადაზღვევო ბარათის წარდგენით, „ლეწეს“ სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

BOG
BOG

„კომპანია Benefits-იდან „ლეწეს“ გახსნის დღესვე დაგვიკავშირდნენ და შევჯერდით, რომ მათი კამპანიის და ჩვენი ბიზნესის კონცეფციის იდეური სიახლოვის გამო, გრძელვადიანი მეგობრობა დაგვეწყო. სწორედ ამ გრძელვადიანი მეგობრობის პირველი ნაბიჯია დღევანდელი კოლაბორაცია – „ბენეფიტსმა“ მოგვაწოდა ახალი დამცავი ეკიპირება, რომელშიც ჩვენი მომხმარებელი კიდევ უფრო კომფორტულად შეძლებს ლეწვას. ამავდროულად, „ბენეფიტსში“ დაზღვეულ ყველა ადამიანს ჩვენს ნებისმიერ პაკეტზე განსაკუთრებული შეთავაზება გავუკეთეთ და ჩვენთან სტუმრობისას 20%-ის დაზოგვას შეძლებენ“, – ამბობს „ლეწეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ჟღერია.

Benefits-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ლეწეს“ კონცეფცია თანხვედრაშია მათ შეხედულებებთან, რომ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა ნეგატიური შეგრძნებებისგან გათავისუფლება და მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ. სწორედ ეს იყო მათი საკომუნიკაციო კამპანიის მიზანიც. „გადადი ახალ საფეხურზე “ გამოფენა-პერფორმანსია. კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს წარმოდგენილი ექსპონატების დამსხვრევა შეეძლოთ. გამოფენა, 30 მარტს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. წარმოდგენილ ექსპონატებს უარყოფითი ემოციების სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მათი დამსხვრევა კი, იმ ნეგატიური შეგრძნებებისგან გათავისუფლებასთან ასოცირდებოდა, რაც ავადმყოფობას, განშორებას თუ გულგატეხილობას ახლავს თან.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/GlobalBenefitsGeorgia/videos/807375812970834/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

Benefit-სა და „ლეწეს“, როგორც თავად ამბობენ, სურთ, საქართველოში შექმნან სივრცე, რომელიც ადამიანებს, ერთი მხრივ გართობის ახლებურ გზებს, მეორე მხრივ კი სტრესისგან დაცლის საუკეთესო საშუალებას შესთავაზებს.

„სამომავლოდ, გვსურს, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და მომხმარებელს არაერთი საინტერესო სერვისი თუ პროექტი შევთავაზოთ, მაგალითად, „ლეწეში“ სესიის დაზღვევა ან სხვადასხვა „გასვლითი“ ლეწვები“, – ამბობს ნიკა ჟღერია.

 

რა არის ეჯაილ ტრანსფორმაცია და რატომ უნდა მიმართონ მას კომპანიებმა

“უცნაური ამბების” მესამე სეზონში ფარული რეკლამა $15 მილიონად შეფასდა