in

Benefits-მა ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი „ჩემი ბენეფიტი“ წარადგინა

„დააზღვიე ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“ – Global Georgia Benefits-მა ინოვაციური პროდუქტი „ჩემი ბენეფიტი“ წარადგინა. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს სიახლე, სადაზღვევო ინდუსტრიაში, ახლა არსებულ სტანდარტებს საგრძნობლად აამაღლებს.

 

 

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში, ვინც შეიძენს პაკეტს „ჩემი ბენეფიტი“, შესაძლებლობა მიეცემა, დამატებით, 18 წლამდე ნებისმიერი ბავშვი დააზღვიოს. დამატებით, ბავშვის დაზღვევა პაკეტში უკვე გათვალისწინებულია“.

პაკეტი „ჩემი ბენეფიტი“ ითვალისწინებს მკურნალობის სრულად დაფარვას მსოფლიოს მასშტაბით. პოლისი გულისხმობს ჰოსპიტალურ, ამბულატორიულ და პრეოპერაციულ მკურნალობას. ასევე პოსტოპერაციული და ამბულატორიული ხარჯების სრულ დაფარვას. უფრო კონკრეტულად, პოლისში შედის:

  • კიბოს მკურნალობა
  • კორონარული არტერიის შუნტირება
  • გულის სარქველის ჩანაცვლება
  • ცოცხალი დონორისგან ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვა
  • ნეიროქირურგია
  • ძვლის ტვინის გადანერგვა

პაკეტი, ასევე, გულისხმობს დამატებით ძალიან მნიშვნელოვან  ბენეფიტებს:

  • მგზავრობის ხარჯების დაფარვა დაზღვეულისთვის და თანმხლები პირისთვის
  • საცხოვრებლის ხარჯების დაფარვა დაზღვეულისთვის და თანმხლები პირისთვის
  • თარჯიმნის სერვისი
  • მედიკამენტური მკურნალობა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 25 000 ევრომდე

დამატები ინფორმაციის მიღება ან სადაზღვევო პაკეტის შესაძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე.  

„Global Benefits Group არის ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი და წამყვანი გლობალური ბრენდი სიცოცხლის დაზღვევისა და ჯანმრთელობის მიმართულებით. 37 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. Global Benefits Group-ის სადაზღვევო პროდუქტები მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრს, გეოგრაფიული დაფარვის გლობალური ქსელით. გამოირჩევა კლიენტთა მომსახურების განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით“.

[R]

ინსპირაციად ქცეული ჭუჭყიანი მანქანები

რა კავშირშია საუკუნოვანი ჰესი თქვენს შვებულებასთან