in

დაზღვევის ახალი პაკეტები „გლობალ ბენეფიტისგან“ – როგორ უმკლავდება სექტორი Covid-19-ის პანდემიის სირთულეებს

ქართულ ბაზარზე დაზღვევის მრავალი შეთავაზებაა ხელმისაწვდომი: ჯანმრთელობის დაზღვევა, უძრავი და მოძრავი ქონების დაზღვევა, მოგზაურობის და ავტოდაზღვევა. თუმცა, მათი უმრავლესობა, გამონაკლისი შემთხვევების გრძელ ნუსხას სთავაზობს მომხმარებელს. რის გამოც, ხშირად არ ანაზღაურდება კონკრეტული დანახარჯები. ასევე, არ არსებობს კორპორატიული დაზღვევის შესაძლებლობა მცირერიცხოვანი ორგანიზაციებისთვის, Covid19 პანდემიამ კი უამრავი ადამიანის სამსახური და ჯანმრთელობა დააყენა რისკის ქვეშ. სადაზღვეო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, Global Benefits, მომხმარებელს ჯანმრთელობის დაზღვევის სრულიად განახლებულ კონცეფციას სთავაზობს, რომლის შესახებაც უფრო მეტს ინტერვიუდან შეიტყობთ.

დღეს, რა არის სადაზღვეო ბაზრის მთავარი გამოწვევა? 

ნიკო რიჟამაძე (კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი): მცირე და საშულო ბიზნესის ბაზარზე, სადაზღვევო ხელმისაწვდომობაა მთავარი გამოწვევა. კერძოდ, ბაზარზე არსებული კომპანიები, რისკის კლასიფიკაციიდან გამომდინარე, მცირე კომპანიებს ვერ სთავაზობს ოპტიმალურ სამედიცინო დაზღვევის პაკეტს – თუ მსხვილი და საშუალო კორპორატიული სეგმენტისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი ხელმისაწვდომია და არჩევანი დიდია, მცირე კომპანიებისთვის ეს ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.

როგორ გაუმკლავდით არსებულ გამოწვევებს და რა გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო შედეგის მისაღწევად?

GBG-ს მიერ შეთავაზებული სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის პროდუქტი, მორგებულია მცირე და საშუალო სეგმენტის ბაზარზე დასაქმებული თანამშრომლებისათვის, თამამად შეგვიძლია ითქვას, ფასისა და სერვისის ადეკვატურობა სრულად არის შეწონილი ამ პროდუქტში.

რას გულისხმობს დაზღვევის ახალი კონცეფცია?

GBG-ს ჯანმრთელობის დაზღვევა გულისხმობს სამედიცინო დაზღვევის სერვისების მიწოდებას პრაქტიკულად გამონაკლისების პირობების გარეშე, რაც მისცემს მომხმარებელს საშუალებას, მაქსიმალურად მასზე მორგებული სამედიცინო საჭიროებები დაიკმაყოფილოს ამ პროდუქტით

რას გულისხმობს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული კარიერული რისკების და პასუხისმგებლობის დაზღვევა?  

GBG-ს შეთავაზებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი უზრუნველყოფს Covid 19-ით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად მიღებულ მატერიალური დონის შემცირების რისკის დაბალანსებას. კერძოდ, Covid 19-ით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად, თუ დაზღვეული იძულებული იქნება, დატოვოს სამუშაო და შედეგად იძულებული იქნება, უარი თქვას მის სახელფასო განაკვეთზე, GBG, სადაზღვევო შემთხვევის დადასტურებიდან 6 თვის მანძილზე, აანაზღაურებს მისი ბოლო სახელფასო ანაზღაურების 80% ყოველთვიურად, მაგრამ არა უმეტეს ლიმიტისა.

კიდევ რატომ არის Global Benefits-ის დაზღვევა განსაკუთრებული? რას გულისხმობს უგამონაკლისო დაზღვევა? მცირერიცხოვანი ორგანიზაციების შემთხვევაში, რას გულისხმობს მათთვის კორპორატიული სადაზღვეო პაკეტის შეთავაზება?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მცირე ბიზნესის სექტორისათვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა, ხშირ შემთხვევაში, არ აღემატება 10-15 დასაქმებულს, ბაზარზე შეზღუდული აქვს ხელმისაწვდომობა კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებზე. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი მორგებულია მცირე ბიზნესის სეგმენტზე. რას ნიშნავს უგამონაკლისებო დაზღვევა? – თუ ოდესმე გისარგებლიათ ჯანმრთელობის დაზღვევით, დამეთანხმებით, რომ ძირითადად ორი პოზიციაა გამოყოფილი (არ ვეხები სერვისის მიღების და მიწოდების სქემებს, რომელიც ბაზარზე განსხვავდება კომპანიების მიხედვით), რა იფარება ამ დაზღვევით და რა არის გამონაკლისი , რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის მომსახურების მიღების პროცესში, რაღაც ანაზღაურდება და რაღაც – არა. გამომდინარე იქედან, რომ მცირე ბიზნესს აღნიშნულ პროდუქტზე დღემდე შეზღუდული ჰქონდა წვდომა, სადაზღვევო სერვისების მიღების, ასე ვთქვათ კულტურა, ან ტექნიკა მწირი აქვს, შესაბამისად, ჩვენ დავტოვეთ მხოლოდ ის, რაც იფარება, ხოლო გამონაკლისები ძალიან მწირი, მაგალითად, ისეთი როგორიც არის თვითდაშავება, სუიციდი ან სუიციდის მცდელობა და მათთან გათანაბრებული შემთხვევები. სამედიცინო ჩივილების ნაწილში პროდუქტი, პრაქტიკულად, გამონაკლისების გარეშეა. 

რა გავლენა ექნება Global Benefits-ის სადაზღვეო პაკეტს მომხმარებლებზე? როგორ შეცვლის მათ ცხოვრებას?

არ ვიცი რა გავლენას მოახდენს, თუმცა დარწმუნებული ვარ:

  1. მომხმარებლები დაიკმაყოფილებენ მოთხოვნას, რომელიც ამ ბაზარზე არსებობს და მიწოდება არ [აქამდე] იყო
  2. მცირე ბიზნესში დასაქმებულები და მათი ოჯახის წევრები ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რაც გააჩნია ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტს. ეს სიკეთეები მათ გამარტივებულად მიეწოდებათ, გამონაკლისების გარეშე
  3. COVID 19-მა, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობაზე იმოქმედა. ადამიანების გარკვეულ ნაწილს,  რომლებმაც გადაიტანეს აღნიშნული ვირუსი, რეაბილიტაციისთვის, დრო სჭირდება და ვერ ახერხებს სამსახურში გასვლას, ბიზნესსაც ძალიან უჭირს. შესაბამისად, ბიზნესი კანონის ფარგლებში, ცდილობს, დამატებითი ხარჯებისგან თავის დაზღვევას. ეს პოლისი ორივე მხარეს მიცემს გადაწყვეტილების თამამად მიღების საშუალებას.

რა არის მთავარი იდეა, რომელმაც განსაზღვრა Global Benefits-ის სადაზღვეო პაკეტის განახლებული შეთავაზებები?

მთავარი იდეაა, მიიღოს იმ სეგმენტმა პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა აქვს და ეს მიიღოს კორპორატიულ ჭრილში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

აფორიზმი „ვეფხისტყაოსნიდან“ და „ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო“ – ცნობილი კომენტატორი აკრობეტო Xiaomi-ს საახალწლო ვიდეოში 

150 წლის შემდეგ „ქვიშის ციხესიმაგრეების მეცნიერება“ ფიზიკოსი ლორდ კელვინის სიმართლეს ამტკიცებს