in

COVID-19-ის სამოგზაურო პოლისი – Benefits-ის ახალი სადაზღვევო შეთავაზება

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ კიდევ ერთი სიახლე აქვს – მათ შექმნეს სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაგიფარავთ COVID-19-ის მკურნალობის ხარჯებს. პოლისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოში შემოსული ტურისტებიც.

ეს არის უპრეცედენტო, უნიკალური პროდუქტი. მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ, ახალ რეალობაში, ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი სამოგზაურო სამედიცინო პოლისი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვემუშავებინა ახალი პაკეტი, რომლითაც გამავალი ტურისტები  თუ საქართველოში მოსული მოგზაურები მაქსიმალურად დაცულად იგრძნობენ თავს“.

ამ სიახლეზე „ბენეფიტსის“ სამედიცინო დირექტორი ნინო ნოღაიდელი გიამბობთ. თუმცა, მასთან საუბარი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციით და ამ რეალობაში, სადაზღვევო სფეროში მომხდარი ცვლილებებით დავიწყეთ.

ნინო ნოღაიდელი: პანდემიამ გავლენა მოახდინა ყველა ბიზნესზე, მათ შორის სადაზღვევო სექტორზეც. შენელდა ამ სფეროს ზრდის ტენდენციები, მაგრამ თუ გადავხედავთ 2020 წლის მაჩვენებლებს, ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორმა ყველა გამოწვევას გაუძლო და ჯანმრთელობის დაზღვევა კვლავ რჩება სადაზღვევო ბაზრის ძირითად მიმართულებად.

როგორ მოახერხეთ ახალ რეალობაზე გადაწყობა?

ვისწავლეთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად. „ბენეფიტსმა“ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობას იოლად, დამატებითი ძალისხმევის გარეშე გაართვა თავი. კომპანიაში, არცერთი დღე არ შეფერხებულა სადაზღვევო სერვისებით სარგებლობა. ჩვენი გუნდი ორიენტირებული იყო დაზღვეულების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. Benefits დაარსების დღიდან სთავაზობს, დაზღვეულებს, „ონლაინ“ სერვისებს, რომელმაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული ფასეულობა შეიძინა. პრაქტიკულად არ შეგვიცვლია მუშაობის სტილი და ამიტომაც, არ გაგვიჭირდა ახალ რეალობაზე მორგება. ვგულისხმობ დისტანციურ სერვისებს, რომელიც არც ჩვენი დაზღვეულებისთვის აღმოჩნდა უცხო. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ „ონლაინ“ სერვისები არის  მომსახურების სწრაფი, მარტივი, უსაფრთხო და კომფორტული გზა, რაც საშუალებას გვაძლევს უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ხელმისაწვდომი, თითოეული ჩვენი დაზღვეულისათვის.

მოგეხსენებათ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პანდემია/ეპიდემიას მართავს სახელმწიფო. თუმცა, ჩვენი კომპანია ოჯახის ექიმის რესურსით, ჩართულია კოვიდინფიცირებული დაზღვეულების მართვაში, რომლებიც მკურნალობას გადიან ბინაზე. 2020 წლის 28 ოქტომბრიდან დღემდე,1758 კოვიდდადასტურებულ დაზღვეულს მოვემსახურეთ.

ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა როდიდან დაიწყეთ? 

პანდემიურმა დღის წესრიგმა, ახალ ატრიბუტებთან ერთად, დაგვაფიქრა ცხოვრების წესზე, ჯანმრთელობასა და ფინანსურ სტაბილურობაზე. აღნიშნულმა გამოწვევებმა გააჩინა ახალი მოთხოვნები და საჭიროებები. შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ, მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მორგებული იქნება მათ საჭიროებასა და მოთხოვნებზე.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე დავნერგეთ დაზღვევის ახალი კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ჯანმრთელობის, მოგზაურობის და COVID-19-თან დაკავშირებული რისკების მართვას. ამ პაკეტს, პრაქტიკულად, არ აქვს არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამონაკლისები,  არც – გეოგრაფიული საზღვრები. დაზღვეულს იცავს არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისგან, არამედ იმ რისკებისგანაც, რომელიც შესაძლოა, დაემუქროს მის კარიერას, პანდემიის გამო.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის  წინ  „გავუშვით“ ახალი, უპრეცედენტო სპორტული პაკეტი, რომლითაც „გლობალ ბენეფტს ჯორჯიას“ დაზღვეული გახდა რაგბის ეროვნული ნაკრები.

რეგულაციების მოხსნამ და საზღვრების გახსნამ ბაზარზე ახალი მოთხოვნები და საჭიროებები გააჩინა. როგორც მოგეხსენებათ, სტანდარტული სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი არ ითვალისწინებს COVID-19-თა და ზოგადად, პანდემიით გამოწვეულ რისკებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურებას. ამიტომ, „ბენეფიტსმა“ შექმნა და მომხმარებლებს შესთავაზა სამოგზაურო პოლისი, რომელიც სტანდარტულ აქამდე დაფარვად რისკებთან ერთად, მოიცავს COVID-19-ით ავადობით გამოწვეული ხარჯის ანაზღაურებას.

დეტალურად რომ გვიამბოთ ამ პაკეტზე . . . 

ეს სადაზღვევო სამოგზაურო გეგმა მოიცავს შემდეგ დაფარვებს, მოგზაურობის პერიოდში:

  • ულიმიტო სამედიცინო ასისტანსი
  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება
  • COVID-19-ით განპირობებული გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება
  • „ბენეფიტსის“ ოჯახის ექიმების უფასო სატელეფონო კონსულტაცია
  • დაზღვეულის რეპატრიაცია

ამ პაკეტით შემომსვლელი ტურისტებიც ისარგებლებენ? 

პაკეტის შეძენა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს. რამდენიმე დღის წინ, ამ სამოგზაურო დაზღვევაზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ ტურისტულ კომპანიებსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას. ნებისმიერ მსურველს, ტურისტული სააგენტოებისა და ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ეს პოლისი.

რით იქნება გამორჩეული COVID-19-ის სამოგზაურო პოლისი? 

ჩვენი გადასახედიდან, ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის ერთ-ერთი პირობაა, მოგზაურობისას, პოლისის მფლობელმა თავი იგრძნოს მშვიდად და დაცულად. ეს სამოგზაურო პოლისი სტანდარტული დაფარვების პარალელურად, მოიცავს  COVID-19-ით გამოწვეული გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებას და კორონავირუსის ფარგლებში, ჩვენი პირადი ექიმების სატელეფონო კონსულტაციებს, რომლებიც გადამზადებულები არიან ამ დაავადების მართვაში.

სამომავლოდ რა სიახლეებს ჰპირდებით მომხმარებლებს?

დაზღვევა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მუდმივად ზრდა და განვითარება სჭირდება. ჩვენი მიზანია, არსებული პროდუქტების განვითარება და ბევრი სხვა სიახლის შეთავაზება მომხმარებლებისათვის, მათივე სიმშვიდესა და კომფორტის შესაქმნელად.

 

[R]

ბებიის ანდერძის შესრულება, როგორც საუკეთესო გადაწყვეტილება – თამაზ მჭედლიძე

სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი – როგორ იქცა „ვითიბის“ ვიდეობანკი სასიამოვნო სამომხმარებლო გამოცდილებად