რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისა და კავშირის ოფიციალური მზღვეველი გახდა. შეიქმნა საქართველოში უპრეცედენტო, უნიკალური სპორტული პაკეტი, რომელიც მოიცავს ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიერ მიღებული სპორტული ტრავმის 100% დაფარვას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიერ მიღებული საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება ფაქტიური ხარჯით.
ქართული სპორტის სადაზღვევო ისტორიაში ასეთი სრულფასოვანი დაზღვევა, ამ ეტაპამდე, არ არსებობდა. სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს რაგბის სპეციფიკასა და თითოეული სპორტსმენის შეუფასებელ ღვაწლს, აქედან გამომდინარე შემუშავდა აღნიშნული პაკეტი.
„რთული და გრძელვადიანი პროცესის შემდეგ, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ შეირჩა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ მზღვეველად. ერთობლივად საკმაოდ უნიკალური პროდუქტი შევიმუშავეთ, რომელიც აქამდე არსებულ სადაზღვევო რისკებს ნაკლებად ფარავდა, ეს ეხება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით მიღებულ სპორტულ ტრავმებს. დღეიდან, ჩვენი რაგბისტების სადარაჯოზე ვდგებით“, – Global Benefits Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო კობახიძე.
„ეს არის ახალი, რადიკალურად განსხვავებული ნაბიჯი, ქართული რაგბის ისტორიაში, სტრატეგიული პარტნიორის შერჩევისას. გადაწყვეტილება ეხება არა მარტო ეროვნულ ნაკრებს, არამედ რაგბიში ჩართულ ყველა სუბიექტს, მოთამაშეებით დაწყებული, რაგბის კავშირის თანამშრომლებით დამთავრებული. ეს პაკეტი გულისხმობს ისეთ მომსახურებებს, რომლებიც, ამდენი წლის მანძილზე, არ ყოფილა სადაზღვევო ხელშეკრულებაში და რაც მთავარია, სრულ კომფორტს შეუქმნის მორაგბეებს, მათი ერთადერთი საზრუნავი იქნება, გაახარონ ქართველი გულშემატკივრები. მნიშვნელოვანია, რომ ეს პაკეტი მოიცავს სარაგბო ფესტივალების პასუხმგებლობის დაზღვევას, რისი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც დამწყები მორაგბეებისთვის, ასევე მათ ოჯახებისთვის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია როგორც რაგბისთვის, ასევე ზოგადად ქართლი სპორტისთვის“, – ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ალავიძე.
ამავდროულად, თითოეულ დაზღვეულს მის საჭიროებაზე მორგებული, სამედიცინო განათლების მქონე პირადი მენეჯერი მოემსახურება. შესაბამისად, მორაგბეები, ეროვნული ნაკრებისა თუ რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ნებისმიერ მომსახურებას, ოპერატიულად და მარტივად მიიღებენ.
[პარტნიორის კონტენტი]