in

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ბენეფიტსი“ 5 000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს შეიძენს.  აღნიშნული გადაწყვეტილება ლუგარის კვლევით ცენტრთან შეთანხმებით იქნა მიღებული.

bog
bog-mob

შეკვეთა უკვე გაგზავნილია ევროპელ მომწოდებელთან, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უახლოესს დღეებში, დაჩქარებული წესით.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესის მხრიდან. ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიაზრებთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას და მივაწოდოთ მათ ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით, კოორდინირებული მუშაობით დროულად დავძლევთ ამ გამოწვევას! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესს, მხარდასაჭერად, სპეციალურ  პლატფორმას სთავაზობს

როგორ ეხმარებიან სააგენტოები თანამშრომლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში