in

BenRiach – „შოტლანდიური სიცოცხლის წყალი“ უკვე საქართველოშია

– საქართველო რომ ვისკი იყოს, როგორი გემო ექნებოდა?
– რა კარგი კითხვაა… არ მიფიქრია, ალბათ, უფრო ტკბილი ნოტებისკენ გადავიხრებოდი, ასე არაა, ხომ მეთანხმებით?

საქართველო არ ვიცი, მაგრამ შენს ქვეყანაში რომელ ვისკის დალევდი ხოლმეო, მე თუ მკითხავდნენ და შოტლანდიური ვისკის, „ბენრიახის“ სამ სახეობას გამასინჯებდნენ: BenRiach-ს 10 წლიანი დავარგებით, ასევე, 10 წლიანი დავარგების BenRiach Curiosita-სა და 12 წლიანი დავარგების ბრინჯაოსფერ BenRiach Sherry Wood-ის სითხეს (ხერესის მუხის კასრში დავარგებული) არჩევანს ამ უკანასკნელზე გავაკეთებდი.

რატომ? – იმიტომ, რომ მდიდარი ხილის კოქტეილს, ლეღვს, გამომცხვარ ანანასს, შოკოლადს, მუსკოვადოს შაქარს, მანდარინის კრემს, მუსკატის კაკალსა და ვანილს, ჩემი აზრით, ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს.

იმის გათვალისწინებით, რომ ვისკის და ზოგადად, არცერთი სასმელის ექსპერტი არ ვარ, უკვე ადვილი მისახვედრია, რომ ამ არომატს ვისკის ჭიქის ცხვირთან რამდენჯერმე დატრიალებით ვერ გამოვიცნობდი და აქვე გაგიმხელთ, რომ ხელთ BenRiach-ის ამ სამი სახეობის გემოსა და არომატების დამადასტურებელი დოკუმენტი მოვიპოვე, თუმცა, თავად რომ არ გამესინჯა, თავს არაფრის დიდებით არ მოგახვევდით მხოლოდ წერილობით ინფორმაციას.

გემო კი, ჩემს რჩეულს, დაშაქრული ყურძნის მარცვლებისა თუ ანისულისა ჰქონდა.

ზოგადად, სანამ პროცესში ორივე გახელილი თვალით არ ჩაგახედებენ, ძალიან რთულია, 40 გრამიანი ჭიქით სასმელი ისე გადაყლუპო, რომ წარმოდგენა გქონდეს, რამდენი ადამიანის, რამხელა შრომა, პროდუქტების რა რაოდენობა, რამდენი ექსპერიმენტი და რაც მთავარია – მოთმინება იწურება შენს ყელში.

თუმცა კი, „სასტუმრო მუზეუმში“, „ბენრიახის“ ბრენდამბასადორმა, სტიუარტ ბიუქენენმა ვისკის გააზრებულად სმის შესაძლებლობა მოგვცა: სამ თითს შორის „ბენრიახის“ ხან ერთი, ხან მეორე, ხანაც მესამე სახეობის ვისკიანი ჭიქა მოიქცია და საფუძვლიანად მოგვიყვა ბრენდის ისტორიასა თუ სასმელის დავარგების დეტალებს.

როგორც მოგვიანებით, ინტერვიუს დროს გავარკვიეთ, საქართველოსავით ტკბილი, ჩემგან განსხვავებით, ბიუქენენისთვის BenRiach 10 წლიანი დავარგებით აღმოჩნდა. „ძალიან უცნაურია, თუმცა ასეაო“. რაც შეეხება ყველაზე სპეციფიკური გემოს მქონე BenRiach Curiosita-ს, მისით, ყველაზე უფრო, იმ ბარისა თუ რესტორნის წარმომადგენლები მოიხიბლნენ, სასმელში განსხვავებულ გემოებს რომ ეძებდნენ.

ზოგადად, ბრენდის საქართველოში შემოყვანის ინიციატორი დისტილირებული ალკოჰოლური სასმელების სადისტრიბუციო კომპანია GD Alco არის – „ბრაუნ-ფორმანის“ ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. თავის მხრივ კი, ბრაუნ-ფორმანის პორტფელის წევრები ისეთი ბრენდები არიან, როგორიცაა: “Jack Daniel’s“, “Finlandia“, “Woodford Reserve“ და უკვე “BenRiach-ც“, რომელიც სულ რაღაც 2 კვირაა, საქართველოს ბაზარზეა.

სტიუარტ ბიუქენენს რომ ვკითხოთ, ბრენდის უპირატესობა არა მხოლოდ მისი სეგმენტის უნივერსალურობაა, რაც როგორც ვისკის გამოცდილი, ისე ახალბედა მოყვარულებისთვის შესაფერისი სახეობის შერჩევის შესაძლებლობაში გამოიხატება, არამედ მისი გამოცდილებაა და ამაში მხოლოდ დავარგების, გემოების, ნოტებისა და არომატების შერჩევას არ გულისხმობს. როგორც ამბობს, ბრენდს ძალიან გრძელი და ამავდროულად, საინტერესო ისტორია აქვს.დისტილერიების შექმნის ბუმი რომ იყო, „ბენრიახი“ სწორედ მაშინ, მე-19 საუკუნეში, ჯონ დაფის მიერ, 1898 წელს შეიქმნა. 2 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ კი, ვისკის ბაზრის კრიზისს შეეწირა და 65 წლის განმავლობაში, წარმოება შეწყვიტა. მაგრამ მაინც გადარჩა… 1965 წლიდან, სკოჩის ვისკის ოქროს ხანა რომ დაიწყო, ბრენდმა საქმიანობა განაგრძო და დღემდე, სფეისაიდის გულში, მორაიშირის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ვისკის შექმნის ტრადიციულ მეთოდებს ინარჩუნებს, თუმცა კი, ახალ გემოებსა და არომატებსაც არ უფრთხის.

2004 წელი ბრენდისთვის საუკეთესო პერიოდია, როცა დისტილერიის დამოუკიდებელ კომპანიად იქცა. 2015 კი კიდევ უფრო საამაყოა, როცა წლის გლობალური დისტილერიის ბრენდის ტიტული დაიმსახურა.

მოკლედ, საუკუნოვანი ისტორიის მქონე „ბენრიახი“ დღეს, საქართველოშია – „მძინარე მზეთუნახავების“ გულში დავარგებული შოტლანდიური სითხე.

„მძინარე მზეთუნახავები“ ბიუქენენის შერჩეული მეტაფორაა, რომელიც მუხის კასრებს მიემართება. ჭურჭელს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სძინავს და ფერმენტაციისთვის განკუთვნილი ათეული წლის შემდეგ, „სიცოცხლის წყალს“ გვჩუქნის, სიტყვა-სიტყვით, ზუსტად მას – რადგან ვისკი გოიდელური (gaelic) სიტყვა uisge-დან მოდის, რაც წყალს ნიშნავს და ლათინურსაც თუ დავიხმართ, სადაც ალკოჰოლს aqua vitae-ს უწოდებენ, დავრწმუნდებით, რომ ნამდვილად ასეა – BenRiach – შოტლანდიური „სიცოცხლის წყალი“.

[R]

ავტორი: თიკა გეგენავა

დედამიწელების მიერ შექმნილი მფრინავი თეფში – ჰიპერმანევრირებადი ADIFO

NASA-მ, ჰელოუინის თემაზე, კოსმოსის ფოტოები გამოაქვეყნა